თურქული პრესა 24.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1442108
თურქული პრესა 24.06.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში მოყვანილია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰამი აქსოის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის გაეროს გადაწყვეტილებების ფარგლებში და მოთხოვნის შესაბამისად ლიბიის ლეგიტიმური მთავრობისადმი მხარდაჭერის „საშიშ თამაშად" შეფასების ახსხნა მხოლოდ გონების დაბნელებითაა შესაძლებელი."

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, გერმანიის კანცლერის მერკელის მიერ თურქეთში მოგზაურობის შეზღუდვის პარალელურად ტურისტის სტატუსით ანტალიაში ჩასულმა „ბილდი“-ს რეპორტიორმა თურქეთის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების შესახებ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „მაშველსაც კი პირბადე უკეთია“. მაიკლ ქუანდტის სახელით გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ”ანტალიის აეროპორტი უკეთესია, ვიდრე ბერლინ-ტეგელის აეროპორტი” და დეტალურადაა აღწერილი მოგზაურობის დროს გატარებული ზომები.

თავდაცვის ინდუსტრიის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ მიკრო სატელიტზე კოვიდ-19-ს გავლენა არ მოუხდენია და თურქეთი სატელიტური კომპანიის მფლობელი გახდება - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. მან ასევე აღნიშნა, რომ დაბალი ორბიტის სატელიტებთან დაკავშირებით სამუშაოები ტარდება და დაამატა: ”ჩვენ მიზნად ვისახავთ 2025 წელს მიკრო თანამგზავრის გაშვებას.“

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, საზღვაო უსაფრთხოების სრულყოფის ცენტრის სარდლობას (MARSEC COE) როგორც თურქეთის ნატო-ში აკრედიტირებული მეორე, ხოლო ნატო-ს 26-ე სრულყოფის ცენტრს ”საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციის“ სტატუსი მიენიჭა.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, ინდონეზიის საზოგადოებრივი სამუშაოების და განსახლების მინისტრმა ბასუკი ჰადიმულჟონომ განაცხადა, რომ იგი ხელს შეუწყობს ინვესტიციების განხორციელებას თურქეთის მხრიდან და დაამატა "თურქულ კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ ინდონეზია, როგორც ბაზა, რათა შევიდნენ აზიის ბაზარზე."


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები