თურქული პრესა 22.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1440567
თურქული პრესა 22.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიბიაში ზავი უნდა იყოს მდგრადი. “არაბეთის გაერთიანებული საემიროები აფინანსებს ომს ლიბიაში, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინააღმდეგაც გამოდის და ამით დიდ "სისულელეს" იჩენს, აღნიშნა ქალინმა

Vatan-ი წერს, რომ სახაზინო და ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაირაქმა გუშინ, 21 ივნისი-ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშზე მესიჯი გამოაქვეყნა და მასში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება დაჩაგრულის გვერდით. “იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი მსოფლიო ლტოლვილებს ზურგს შეაქცევს, ჩვენ მაინც მათ მიღებაზე უარს არ ვიტყვით. მათ, ვისაც დახმარება სჭირდება, სასაზღვრო კარს ფართოდ გავუღებთ და ყველანაირ დახმარებებს აღმოვუჩენთ. თურქეთი ყოველთვის იქნება გაჭირვებულების და ლტოლვილების თავშესაფარი”, წერს მინისტრი

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი სტამბოლის ახალი აეროპორტის მუშაობას ეხება და წერს, რომ თურქეთმა,  ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, 15 ივნისს 9 ქვეყნის 15 ქალაქში ფრენით დაიწყო საერთაშორისო რეისები, ხოლო ამის პარალელურად შიდა ფრენებიც დაიწყო და ამ ხუთი დღის განმავლობაში თურქეთის ავიაკომპანიებმა მთლიანობაში 18 ათასზე მეტი რეისი შეასრულეს რა, დაახლოებით 1.5 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ

“თურქული წარმოების მსუბუქი ავტომობილი გზებზე 2022 წლიდან გამოჩნდება“, ასეთი სათაურის სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: ამის შესახებ გუშინდელ ინტერვიუში,  თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა. მისი თქმით ადგილობრივი სამამულე ავტომობილის წარმოებისათვის ასაშენებელ ქარხანას საფუძველი ამ დღეებში ჩაეყრება, ხოლო 2022 წლის ბოლოს კი 100%-იანი თურქული წარმოების ავტომობილი გზებზე გამოჩნდება

Yeni Şafak-ი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ წარმოშობით თურქმა მეცნიერ მკვლევარმა გეილანი ჯანმა, რომელიც მუშაობს აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიისა და მოლეკულური ფარმაკოლოგიის კათედრაზე, გაიმარჯვა  აშშ-ის კიბოს კვლევის ინსტიტუტისა და ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ კონკურსში და პრემიად 400 ათასი დოლარის ჯილდო მოიპოვა



მსგავსი ინფორმაციები