თურქული პრესა 18.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1438314
თურქული პრესა 18.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა და მასში ნათქვამია: „ჩვენი საჰაერო ძალების სარდლობამ, ოპერაცია „კლანჭი-ვეფხვის“ ფარგლებში ჰაფთანინის რეგიონში არსებული ტერორისტების ობიექტები ზუსტი დარტყმით გაანადგურა.“

გაზეთი ჰურიეთის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, ხაზინასა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი შეხვდნენ ლიბიის პრემიერ-მინისტრ ფაიზ ეს-სერაჯს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზები.

მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა აღნიშნა, რომ ანტისხეულების ტესტირება ჩატარდება 13 პროვინციაში და დაამატა: "ანტისხეულების ტესტები ჩატარდება სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ქოჯაელში, კონიაში, თექირდაღში, ადანაში, საქარიაში, გაზიანთეფში, მანისაშე, ესკიშეჰირში, ბურსსა და ქაისერში."- წერს გაზეთი „ვათანი“.

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, თურქეთში Kovid-19-ის პროცესში შემოთავაზებულ ტურისტულ სერვისებს "ხელახლა აღმოჩენის" საპრეზენტაციო ღონისძიებით მსოფლიოს გააცნობენ. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს წერილობითი განცხადებით, თურქეთი  პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში უსაფრთხო ტურიზმის სერთიფიკაციის სისტემა აამოქმედა.

და ბოლოს გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის, სუმა ჩაკრაბარტის თქმით, მას სჯერა, რომ თურქეთს შეუძლია თავის რეგიონში და მის გარეთ გადაიქცეს ეკონომიკური ძალის ცენტრად და დაამატა: "მიუხედავად პრობლემური დროებისა, თურქეთისა და მის მომავალის მჯერა."

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები