თურქული პრესა 17.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1437530
თურქული პრესა 17.06.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ  „Hürriyet“-ით, რომელშიც ერდოღან-მერკელის სატელეფონო საუბარზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და ლიბიაში მიმდინარე ბოლო მოვლენები და ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები იქნა განხილული. 
გაზეთ  „Haber Türk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „თურქეთი უფასო მკურნალობის  თვალსაზრისით  იშვიათი ქვეყანაა“ და მასში ვკითხულობთ: ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა   ბერათ ალბაირაქმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მყარი ეკონომიკური სტრუქტურის წყალობით თურქეთი უფასო სამედიცინო მკურნალობის  თვალსაზრისით  იშვიათი ქვეყანაა. 
გაზეთი „Yeni Şafak“-ი მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის დასამზადებლად ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობენ. მან ამის შესახებ, ანკარის უნივერსიტეტის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების დროს განაცხადა. 
გაზეთი „Sabah“-ის მიხედვით მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე, ჰასან ბუიუქდედემ განაცხადა, რომ ისინი იყენებენ  მაღალ ანტისხეულების პლაზმას, რომლის მსგავსიც მსოფლიოში სხვაგან ჯერ არ გამოყენებულა. მისივე თქმით,  თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ყველასაგან განსხვავებულ დიაგნოსტიკური  ნაკრების დასამზადებლადაც მუშაობენ.  

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ კორონავირუსის გამო ფრენების შემჩერებელი  ავიაკომპანია Onur Air-ი 26 ივნისიდან შიდა, ხოლო 15 ივლისიდან საერთაშორისო ფრენების დაწყებას აპირებს. 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები