თურქული პრესა 15.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1435985
თურქული პრესა 15.06.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ:  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მონაწილეობით გუშინ, სტამბოლის აეროპორტის მესამე დამოუკიდებელი ასაფრენი ბილიკი, სამთავრობო რეზიდენცია და მეჩეთი გაიხსნა. პრეზიდენტმა აქ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სტამბოლის აეროპორტმა უმოკლეს ხანაში 65 მილიონ მგზავრს უმასპინძლა და ახლა ამ ციფრის გაზრდისათვის მუშაობენ. მისივე თქმით, ისინი ხალხის სამსახურში ყოფნას და ახალი ნამუშევრების შექმნას გააგრძელებენ.

„ჩვენ თურქეთის, მსოფლიოში უპროცენტო საფინანსო ცენტრად გადაქცევისათვის ვმუშაობთ“ ასეთი სტატის იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ:  თურქეთის ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა  ბერათ ალბაირაქმა გუშინ, ვიდეოკონფერენციის  მეთოდით გამართულ, მე-12 საერთაშორისო ისლამური ეკონომიკისა და ფინანსების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ისინი თურქეთის, მსოფლიოში უპროცენტო საფინანსო ცენტრად გადაქცევისათვის მუშაობენ.

გაზეთ „Haber Türk“-ში ყურადღბას იპყრობს სტატის სახელწოდებით: „სტამბოლში, აშშ-ს საკონსულოსთან ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა“ და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში, აშშ-ს საკონსულოს წინ უსაფრთხოების ზომების ფარგლებში,  ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მინეაპოლისში  პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად მოკლული 46 წლის წარმოშობით აფრიკელი  ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის  მშვიდობიანი  აქცია გაიმართა.
გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და ეროვნული თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გუშინ, თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გადაიდო.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთი,  ნატო-ს სამრეწველო მრჩეველთა ჯგუფის როტაციული თავჯდომარე გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები