თურქული პრესა 12.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1434478
თურქული პრესა 12.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთის მასშტაბით 153 ოჯახში ჩასატარებელი ანტისხეულების ტესტირება უკევ 7 პროვინციაში დაიწყო. სამედიცინო ჯგუფებმა, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სტატისტიკური ინსტიტუტის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გამოვლენილ ოჯახებში, ტესტირებისთვის ნიმუშები აიღეს.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში მოყვანილია ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის, ბერათ ალბაირაქის მიერ სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია: "თურქეთის ენერგო ცენტრად გადასაქცევად მთელი ძალით ვიმუშავეთ. ამ ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე სტრატეგიული ნაბიჯით TANAP-ით, შევიტყვეთ, რომ თურქეთში გადასაზიდი მთლიანი გაზის მოცულობა 6 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევთ, ჩვენ ამით ისევ ვამაყობთ."

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განცხადებით, კოვიდ-19-ის ეპიდემიის მიუხედავად ამ წლის პირველ კვარტალში G20- ის ქვეყნებში მხოლოდ თურქეთისა და ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. OECD - ის ანგარიშის თანახმად, თურქეთის ეკონომიკამ, სეზონური ფაქტორების გარეშე, პირველ კვარტალში 4,4%-იანი ზრდით G20-ის ქვეყნებს შორის ყევლაზე დიდ კონომიკურ ზრდას მიაღწია.

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ადილ ქარაისმაილოღლუმ თქვა, რომ მსოფლიოში ეპიდემიის გამო გატარებული დამცავი ზომების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში შემსუბუქების დაწყების შემდეგ ჰოლანდიასთან, გერმანიასთან და ინგლისთან 3 ქვეყანაში, 15 ივნისიდან კი 9 ქვეყანაში 15 წერტლში საერთაშორისო ფრენები დაიწყება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო მსოფლიოში ნიღბებზე მოთხოვნა გაიზარდა. ივლისში სტამბოლიდან აშშ-ში გასამგზავრებელ სამ გემზე „იუნუს ემრე“, „რუმი“ და „იბნი სინა“  ნიღბების წარმოება მოზდება და მათ ექსპორტს იმ ქვეყენბში განახორციელებენ, რომლებშიც გემები შევა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები