თურქული პრესა 02.06.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1428451
თურქული პრესა 02.06.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ გუშინ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით შეკრებილ ეროვნული უშიშროების საბჭოზე ხმელთაშუა ზღვაში ანკარის უფლებების დაცვა, სირიისა და ლიბიის საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ თავის რუს კოლეგა, მიხეილ მურაშკოს ტელეფონით ესაუბრა რა დროსაც, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ერთობლივი ვაქცინის შექმნის საკითხები იქნა განხილუი.  

გაზეთი „Hürriyet“-ი იტყობინება, რომ თურქეთის ავიახაზები (THY), რომელიც მსოფლიოს 127 ქვეყანაში ახორციელებდა ფრენებს, 28 მარტიდან კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ჩეჩერდა. ახლა კი თურქეთის ავიახაზები ეტაპობრივიად როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთული ფრენების დაწყებას გეგმავს. შიდა ფრენები ზოგიერთ ქალაქში უკვე დაიწყო. რაც შეეხება საზღვარგარეთულ ფრენებს, ევროპის 6 ქვეყნის 16 ქალაქში 18 ივნისიდან დაიწყება.
გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით თურქეთიდან 9 თვის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ  ქვეყნებში 1 მილიარდ 964 მილიონი დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ  თურქეთის  ეროვნული წარმოების პირველი ელექტრომობილის -TOGG დასამზადებლად საჭირო ფაბრიკის ასაშენებლად, რომელიც ქალაქ ბურსის, გემლიქის რაიონში უნდა აშენდეს, გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროდან, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში აღებულ იქნა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები