თურქული პრესა 01.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1427010
თურქული პრესა 01.06.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ სტამბოლში, საზეიმო ცერემონიით გადაეცა ექსპლოატაციაში კიდევ ორი, იეშილქოიში პროფესორ მურატ დილმენერის სახელობის და ჰადიმქოიში კი დოქტორ ისმაილ ნიაზი ქურთულმუშის სახელობის ინფექციური საავადმყოფოები, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანიც ესწრებოდა. ეს საავადმყოფოები ამიერიდან მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ როგორც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე  უცხოელ პაციენტებს ჯანმრთელობის ტურიზმის ფარგლებშიც მოემსახურებიან, წეს საბაჰი

Yenişafak-ი იუწყება, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-იმ, სპეციალური პროგრამა მიუძღვნა კორონავირუსის წინააღმდეგ თურქეთის წარმატებულ ბრძოლას და ქება-დიდება მიუძღვნა თურქი ექიმებისა და მედპერსონალს ძალისხმევებს. ბიბისი იქვე ინტერვიუს აქვეყნებს კენტის უნივერსიტეტის ლექტორ ჯერემი როსმანთან, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთი, უდიდესი ძალისხმევის გამოჩენით, აშკარად წინ გადაეღობა გაცილებით უფრო დიდ კატასტროფას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა თურქეთში, დოქტორმა ირშად შაიკმა კი ბიბისის განუცხადა, რომ თურქეთის გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მთელს მსოფლიოს უნდა გაეზიაროს,” აღნიშნავს ბიბისი

Star-ის მიმომხილველი მსოფლიო არმიებში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულების რაოდენობას აშუქებს და წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების პირველივე წუთებიდან განხორციელებული სწრაფი ზომების წყალობით, ყველაზე ნაკლებად თურქი სამხედროები დაინფიცირდნენ და მათ უკან ჩამოიტოვეს ისეთი ზეგანვითარებული ქვეყნების არმიები, როგორებიც არიან აშშ-ი, რუსეთი და საფრანგეთი.

“თურქეთის 486 პლიაჟს გადაეცა ლურჯი დროშა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: წელს, თურქეთის 486 პლაჟმა დაიმსახურა ლურჯი დროშა, რომელიც მთავარი და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახდება კორონავირუსის შემდგომი ჰიგიენისა და ტურიზმის პრეფერენციებში. თურქეთი ამჟამად მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა, რომელიც ფლობს ყველაზე მეტ ლურჯ დროშას და ამიტომ ამ ზაფხულს უცხოელი დამსვენებლების ერთ-ერთი ძირითადი არჩევანი თურქეთის კურორტები იქნება

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ ამიერიდან თურქული ავიახაზები (THY), რომლებმაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერებული  ფრენები დღეიდან განაახლეს, თვითმფრინავში კვების, ჩაის და ყავის  მიწოდების ფორმასაც შეცვლიან. ასე რომ, დღეიდან დაწყებული თურქულ თვითმფრინავებში, ადამიანებს შორის კონტაქტების შემცირებისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, საჭმელი დარიგდება დახურულ ყუთებში, ხოლო ჩაისა და ყავის მომსახურება კი აღარ იქნება



მსგავსი ინფორმაციები