თურქული პრესა 28.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1424830
თურქული პრესა 28.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გუშინ, მონაწილეობა მიიღო რეკონსტრუირებული დემოკრატიისა და თავისუფლების კუნძულის, იასსიადას გახსნის ცერემონიაზე და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ 29 მაისს ბოსფორის სრუტიდან შავ ზღვაში გადავა თურქული საბურღი  გემი ფატიჰი და აქ დაიწყებს ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვების ძიებას  

Haber Türk-ის ცნობით, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრი მუსტაფა ვარანკი გუშინ ვიდეო კონფერენციის საშუალებით მონაწილეობდა ქალაქ კაისერის სამრეწველო პალატების საკონსულტაციო და საანგარიშო შეხვედრაში და განაცხადა, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ექსპორტში გაიტანეს 1000 ცალზე მეტი თურქული წარმოების რესპირატორი

“ სტამბოლის აეროპორტის ახალი წარმატება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: სტამბოლის აეროპორტმა თავის მიღწევებს კიდევ ერთი ახალი დაამატა და იგი ემზადება ე.წ. "LEED Gold" სერთიფიკატის აღებისათვის. ამერიკის მწვანე მშენებლობის საბჭომ, სტამბოლის აეროპორტის ტერმინალი დაარეგისტრირა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი LEED-ის სერტიფიცირებული შენობა და შესაბამის მოწმობას მას უახლოეს ხანებში საზეიმოდ გადასცემენ

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ საბერძნეთის იახტ ბროკერები თურქეთს საზღვაო გზების გახსნას სთხოვენ. ბერძნული ტუროპერატორები და ტურისტული სააგენტოები, რომლებიც მოქმედებენ თურქეთის მახლობელ ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნულ კუნძულებზე, მოახლოებულ საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, კოვიდ-19 ეპიდემიის ფარგლებში გადაკეტილი საზღვაო გზების ხელახლა გახსნას ითხოვენ.

Yeni Şafak-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული მკაცრი ღონისძიებების შედეგად, კორონავირუსის გამო ინფიცირებულთა რაოდენობაც და სიკვდილის შემთხვევებიც საკმარისად შემცირდა. თურქეთის დასასვენებელ კურორტებზე, რომლებშიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობენ მსოფლიოს ოთხივ კუთხიდან, ორგანიზებას უწევენ ე.წ. "ახალი ნორმალური" წესების შესაბამისად. ამის გამო ტურისტების ოფიციალური წარმომადგენლები, დაჯავშნული ადგილების გაუქმებას კი არ ითხოვენ, არამედ, სხვა დროისათვის  გადავადებას ითხოვენ, წერს იენი შაფაკი



მსგავსი ინფორმაციები