თურქული პრესა 15.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1417761
თურქული პრესა 15.05.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ გუშინ, სოციალურ ქსელ Twitter-ზე მესიჯი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თურქეთში კოვიდ-19 ტესტების რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა. "ჩვენი  ტესტების საერთო რაოდენობამ უკვე 1.5 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ინტენსიური თერაპიისა და ინტუბაციური პაციენტების რიცხვი კი ყოველდღიურად მცირდება,  საერთო შემთხვევების რაოდენობაში გაუმჯობესების დონე 71.8 პროცენტია. ჩვენი ახალი ცხოვრების წესი კონტროლირებადი სოციალური ცხოვრებაა, ამიტომ ყველა ჩვენთაგანის საერთო დევიზი იქნება: ნიღაბი + 1.5 მეტრი სოციალური მანძილი,” აღნიშნავს ქოჯა

Vatan-ის ცნობით, თურქეთის ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ იაპონური მედიის ყურადღებასაც იპყრობს. ასე მაგალითად, მრავალ მილიონიანი აუდიტორიის მქონე იაპონიის მაუწყებელმა FNN Prime-ს ტელეარხმა, სპეციალური პროგრამა მიუძღვნა თურქეთის ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას წარმოადგენს. იაპონიის ამ საინფორმაციო არხმა, დეტალურად მიმოიხილა და ფართო ადგილი დაუთმო თურქეთში გამოყენებულ მკურნალობის მეთოდებს, ეტაპობრივ აკრძალვებს და შეზღუდვებს, ნიღბების უფასო დარიგებას, მოხუცებისათვის ყველანაირი დახმარებების მიწოდებას და ა.შ

Star-ი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს: ”ჩვენ, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ივლისის თვიდან დაწყებული, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ძიების მიზნით, ვგეგმავთ ჩვენი საკუთარი, ე.ი. თურქული წარმოების ეროვნული საბურღი გემით და ტექნიკით, ღრმა ჭაბურღილების გათხრას ჯერ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში, შემდეგ კი შავ ზღვის შელფში.”

"შავი ზღვის ქაფშიამ 768 ათასი დოლარის მოგება მოუტანათ", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: აღმოსავლეთ შავი ზღვიდან, 2019-2020 წლების სათევზაო სეზონში,  768 ათასი დოლარის ღირებულების ქაფშიას ექსპორტი განხორციელდა. აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 1 სექტემბრიდან და 2020 წლის 30 აპრილამდე, ე,ი, მიმდინარე წლის თევზის ნადირობის სეზონში, 5 ქვეყანას მთლიანობაში 433 ტონა ქაფშია მიჰყიდეს და მისგან 768 ათასი დოლარის მოგება მიიღეს

Haber Türk-ი, ჰოლანდიის ტუროპერატორის  Corendon/კორინდონის განცხადებას აქვეყნებს. მისი მიხედვით, ის თავის კლიენტებს შესთავაზებს ე.წ. “კორონავირუსის“ გარეშე შვებულების პაკეტს. კომპანიამ გამოაცხადა, რომ მათ კლიენტებს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთის კურორტებზე, შეეძლებათ შვებულების გატარება სოციალური დისტანციებისა და ნიღბების გაკეთების გარეშე, მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი სასტუმროში ყოფნის პერიოდში არ დასტოვებენ ამ სასტუმროს ტერიტორიას და სხვაგან არსად არ წავლენ



მსგავსი ინფორმაციები