თურქული პრესა 14.05.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1417001
თურქული პრესა 14.05.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ გუშინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორთან ვიდეოკონფერენციის მეთოდით საუბარი გამართა რა დროსაც აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული პრევენციები პერიოდულად და კონტროლირებად იქნება შემცირებული.

გაზეთი „Habertürk“ მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ადრეულ პერიოდში გამოსავლენი სწრაფი ტესტი შეიმუშავეს, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წლის ივნისის თვეში მზად იქნება. 

გაზეთი „Star“-ის მიხედვით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური მთავარი ეკონომისტი როჯერ კელი აცხადებს,  რომ  ნავთობის ფასების ვარდნა დადებით გავლენას მოახდენს ინფლაციაზე რაც, თურქეთის ეკონომიკაშიც დადებითად აისახება. როჯერ კელის ვარაუდით თურქეთის ეკონომიკა მომავალ წელს, 6%-ით გაიზარდება.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ახალი ზიგანას გვირაბის დასრულების შემდეგ იგი, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ახლო აღმოსავლეთზე, კავკასიაზე და ირანზე დამაკავშირებელი აბრეშუმის გზის მარშრუტზე მსოფლიოში მეორე, ხოლო ევროპაში ყველაზე გრძელი გვირაბი იქნება. 14,5 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მშენებლობის 68%-ი უკვე დასრულდა.

„ჩუქუროვას გარგარი რუსების რჩეულია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ჩუქუროვას (კილიკია) ნაყოფიერ ნიადაგზე წარმოებული გარგარი ექსპორტი მრავალ ქვეყანაში ხორციელდება. ჩუქუროვადან ყველაზე მეტი გარგარის ექსპორტი კი  რუსეთში ხორციელდება. მხოლოდ მიმდინარე სეზონისთვის უკვე 500 ათასი  დოლარის ღურებულების ექსპორტი განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები