თურქული პრესა 15.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1398426
თურქული პრესა 15.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ HaberTürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ საღამოს, სატელეფონო საუბარი გამართა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ერსინ თათართან. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული წერილობითი ინფორმაციით, პრეზიდენტი საუბრის დროს, კვიპროსელ თურქებს მხარდაჭერას შეჰპირდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო ამის პარალელურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები

Sabah-ი, საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ, ძალიან დააგვიანა  კორონავირუსის ეპიდემიის საკითხის განხილვა. თურქი მინისტრი გუშინ, ტელეკონფერანსით შეუერთდა ვაშინგტონში ჩატარებულ “ატლანტიკის საბჭოს“ შეკრებას და თქვა, რომ თურქეთი და მისი ლიდერი ერდოღანი, დიდი ხანია რაც დღის წესრიგში აყენებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების საკითხს

Vatan-ი იუწყება, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ნატო-ს სასწრაფო დახმარების სატელეფონო ცენტრი, პირველად ამ ალიანსის ისტორიაში, თურქეთიდან დიდი ბრიტანეთისათვის სამედიცინო დახმარების ხელშესაწყობად გამოიყენა

"თურქეთის ავიახაზებმა THY-მ, გააუქმა საერთაშორისო ფრენები“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: THY-მ განაცხადა, რომ კორონავირუსის გლობალური ეპიდემიის გამო, ოფიციალური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ზომების შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ფრენას,  2020 წლის 20 მაისამდე აჩერებს

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი, თურქეთიდან გამხმარი ლეღვის ექსპორტის ზრდას აშუქებს და წერს, რომ თურქეთი, გამხმარი ლეღვის წარმოებითა და ექსპორტით, უკვე მსოფლიო ლიდერს წარმოადგენს. ეგეოსის ზონის ექსპორტიორთა ასოციაციის (EIB) მონაცემებით,  26 სექტემბრიდან 4 აპრილამდე, ე.ი. რაც დაიწყო საექსპორტო სეზონი, საზღვარგარეთ გაიყიდა 51 ათასდე ტონა ლეღვი და 180 მილიონამდე დოლარის მოგება მიიღეს



მსგავსი ინფორმაციები