თურქული პრესა 13.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1396838
თურქული პრესა 13.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თურქეთიდან სამედიცინო დახმარების მეორე პაკეტი გაიგზავნა დიდ ბრიტანეთში. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "სამედიცინო დახმარების მეორე პაკეტი, რომელიც ინგლისში კორონავირუსთან ბრძოლაში უნდა იქნას გამოყენებული, გუშინ, ბრიტანეთში გაიგზავნა", წერს საბაჰი.

Yenişafak-ი, თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერათ ალბაირაქის განცხადებას ანთავსებს, რომელიც მან სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გაავრცელა და მასში წერია: "ყველა ჩვენი შესაძლებლობებით ჩვენი მშრომელების, დამსაქმებლების, ვაჭარ-ხელოსნების გვერდით ვართ და ყველანაირ მხარდაჭერას ვუჩენთ მათ. რასაც ვაკეთებთ ჩვენი ხალხისათვის, ეს ცოტაც კი არის. ჩვენ ახალ რეკორდებს დავამყარებთ ექსპორტში, ჩვენ განვახორციელებთ ახალ და დიდ ისტორიულ პროექტებს, ჩვენ გვაქვს დიდი და ძლიერი თურქეთის იდეალები და ამისათვის ჩვენ ყველანი ერთი მეორის გვერდით უნდა ვიდგეთ.”

Vatan-ი ინტერვიუს აქვეყნებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონეზთან, რომლის თქმითაც, ზოგიერთმა ჰიგიენის საწარმომ, ბორის ელემენტის დამატებით, ხელის სადეზინფექციო საშუალებების  მასობრივი წარმოება დაიწყო და მათ ამ კვირას უკვე მარკეტების თაროებზე ვიხილავთ. მისივე განცხადებით, ბორის დამატებით წარმოებული სადეზინფექციო მასალების ფასი უფრო ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე ბაზარზე არსებულ სხვა მსგავს პროდუქტებზე

კორონავირუსთან ბრძოლაში იმედის მომცემი მეთოდი აშშ-ში 35 ათასი დოლარი ღირს, ევროპაში 25 ათასი ევრო, ხოლო თურქეთში კი უფასოა", ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: კორონავირუსის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობა თურქეთშიც გრძელდება.  ვაქცინებითა და მედიკამენტებით მკურნალობას პლაზმური გადანერგვაც დაემატა. თურგუთ ოზალის სახელობის სამედიცინო ცენტრის ძვლის ტვინის გადანერგვის დირექტორის, პროფესორ მეჰმეტ ალი ერქურტის განცხადებით, პლაზმის მეთოდით მკურნალობა მთელს მსოფლიოში ძალიან ძვირი ჯდება, ასე მაგალითად ამერიკაში 35 ათასი დოლარი, ევროპაში 25 ათასი ევრო ჯდება, როცა თურქეთში უფასოდ ხდება.

Hürriyet-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უძველესი ხალიჩა თურქებს ეკუთვნით. 19 მაისის უნივერსიტეტის ლექტორის, პროფესორ იბრაჰიმ თელლიოღლუს თქმით, მსოფლიოში ყველაზე უძველესი ხალიჩა, ცნობილმა რუსმა არქეოლოგმა რუდენკომ, 1949 წელს ცენტრალურ აზიაში მდებარე ალთაის მთის ძირში აღმოჩენილი საფლავიდან ამოიღო და იგი ალტაელ თურქებს ეკუთვნის. პროფესორ თელლიოღლუს თქმით, ”ხალიჩაზე არსებული ისეთი მოტივები, როგორებიცაა ცხოველების ფიგურები, მხედრების ნახატები, ჰუნური ვარდი და სხვა გეომეტრიული თუ მცენარეული ფიგურები აჩვენებენ, რომ ეს ხალიჩა თურქებს ეკუთვნის.”



მსგავსი ინფორმაციები