თურქული პრესა 10.04.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1395150
თურქული პრესა 10.04.2020

მიმოხილვას ვიწყბებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკის ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სტევო პენდაროვსკიმ სატელეფონო საუბრის დროს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში თანამშრომლობა, ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განიხილეს.  

გაზეთი „Hürriyet“-ი იფრაჰიმ ქალინის კოვიდ-19-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ:  პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ტელეკომპანია, ალ-ჯაზირასათვის დაწერილ სტატიაში  კორონავირუსის გლობალურ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა: „ვერცერთი ჩვენგანი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყველა ჩვენგანი უსაფრთხო არ ვიქნებით. დღეს არ არსებობს კულტურული იერარქიები, ეკონომიკური იმუნიტეტი და შეღავათები არცერთი რეგიონის, ერის ან ქვეყნისთვის. ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს ამ ომის  მარტო დამარცხებას“.

გაზეთი „Sabah“-ი  საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან,  სირიის რეჟიმის მიმართ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთ სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის  (OPCW)  მხრიდან სირიაში კერძოდ კი ქალაქ ჰამის ჩრდილოეთით მდებარე ლატამნეს რაიონში  2017 წელს  რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ქიმიური თავდასხმის გამო, ასადის რეჟიმი უნდა გასამართლდეს და პასუხი აგოს.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით თურქეთის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების გამო, ნატო-ს ბელგიის ქალაქ მონსში მდებარე ევროპის მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბიდან ანკარისადმი მადლიერების წერილი გავრცელდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთიდან თაფლის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 38 ქვეყანაში განხორციელდა და 6,9 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა ქვეყანას. თურქეთიდან ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი თაფლის ექსპორტი გერმანიაში, საუდის არაბეთში, აშშ-ში, ქუვეითში და ავსტრიაში განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები