თურქული პრესა 09.04.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1394542
თურქული პრესა 09.04.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძი პინთან. კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბრის დროს განიხილეს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი სიტყვით გამოვიდა  ვიდეოკონფერენციაზე „კოვიდ -19-ის გამოცდილებები და საერთაშორისო თანამშრომლობა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, სადაც განაცხადა: "გლობალური ეპიდემიის პერიოდში, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დერეგულაციის ტენდეციის დროსაც კი საკუთარი მოქალაქეების დაცვის მცდელობისას საჭიროების მქონე ქვეყნებისთვის ზურგის არ შექცევა ამ ვითარების ყველაზე კონკრეტული მაჩვენებელია.“

ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად თურქეთის მიერ ბალკანეთის ქვეყნებში გაგზავნილი სამედიცინო დახმარებით დატვირთული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და მაკედონიაში დაეშვა და ამ ქვეყნებს საჭირო მასალები გადასცა - წერს გაზეთი „საბაჰი“. აღნიშნულ ქვეყნებში მინისტრებმა, რომლებმაც დახმარებები მიიღეს, განცხადებები გააკეთეს და თურქეთს მადლობა გადაუხადეს.

გაზეთ „ვათანი“-ს ცნობით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ ისინი უფრო მეტს იმუშავებენ იმისთვის, რომ დაიკავონ უძლიერესი ადგილი ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც შეიქმნება კორონავირუსის ეპიდემიის  შემდეგ. ალბაირაქმა Twitter -ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ჩვენ პირველ რიგში დავძლევთ ამ ეპიდემიას. ამ ყველაფრის გაკეთებისას, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს ეკონომიკასა და წარმოებას.“

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, თურქეთიდან ჩინეთში გასული წლის აგვისტოს თვიდან, მიმდინარე წლის მარტის თვის პერიოდამდე გარგარის ჩირის ექსპორტი 125%-ით გაიზარდა და 4,5 მილიონი დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ეგეოსის გამხმარი  ხილისა და პროდუქტების ექსპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე განცხადებით,  2019 წლის 1 აგვისტოდან, 2020 წლის 30 მარტამდე პერიოდში საზღვარგარეთ 76 ათასი ტონა გარგარის ჩირის ექსპორტი განახორციელეს და 197 მილიონი დოლარის შემოსავლი მიიღეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები