თურქული პრესა 08.04.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1393528
თურქული პრესა 08.04.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა   მიმდინარე კვირის  ორშაბათ დღეს, მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სტამბოლში ორ ახალ  პანდემიის საავადმყოფოს ააშენებდნენ. მათგან ერთ-ერთის, სანჯაქთეფეს საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დაიწყო.

გაზეთი „Star“-ის მიხედვით ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით,  თურქეთის წითელი  ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ინიცირებული  პლაზმური დონორობის პირველი მოხალისე,  კოვიდ-19-ის დამმარცხებელი ექიმი,  ქურშათ დემირი გახდა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის წითელი  ნახევარიმთვარის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ  „იმუნური პლაზმურით“  მკურნალობისთვის დღეში 750 პლაზმური დონორის  მიღება შეუძლიათ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის სამხედრო ელექტრონულმა სამრეწველო  კომპანია ASELSAN-მა ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ადგილობრივი  სასუნთქი აპარატების წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზეთი „Vatan“-ი იტყობინება, რომ თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მიღებული ზომების ფარგლებში სამუშაოზე წამსვლელთა რიცხვი 45%-ით შემცირდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები