თურქული პრესა 07.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1392861
თურქული პრესა 07.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ეტაპობრივად ახალ-ახალ და უფრო მკაცრ ზომებს იღებენ: „ჩვენ, (იეშილქოიში) ათათურქის აეროპორტსა და სანჯაქთეფეში ათას-ათას ადგილიან ორ ახალ ეპიდემიურ საავადმყოფოს ავაშენებთ, რომლებსაც 45 დღეში დავასრულებთ და მათ ჩვენი ხალხის მომსახურებაში გადავცემთ“, აღნიშნა ერდოღანმა, წერს ჰაბერთურქი

Sabah-ის კორესპონდენტი სერბეთიდან იუწყება, რომ ამ ქვეყნის სანჯაყის რეგიონში კომპაქტურად მცხოვრები ბოსნიელების ეროვნულმა საბჭომ, წერილი მისწერა თურქეთის პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანს და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. ამავე სტატიით, ასეთივე დახმარება სთხოვა თურქეთს ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა, თავისი თურქი კოლეგისადმი მიწერილ წერილში  

“ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსის წინააღმდეგ  მსოფლიოში პირველი პლაზმური მკურნალობა თურქეთში ჩატარდა“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Hürriyet-ი და მასში ვკითხულობთ: “ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო პლაზმური მკურნალობა, ჩინეთის შემდეგ, თურქეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქ  მალათიის ინონუს სახელობის უნივერსიტეტში, თურგუთ ოზალის კერძო სამედიცინო ცენტრში განახორციელეს. როგორც ცნობილია, ეს მეთოდი ვირუსის წინააღმდეგ 80%-იან წარმატებას აჩვენებს და ახლა დაელოდებიან მის შედეგს და თუ დადებითი იქნება, მაშინ, მის მასიურ განხორციელებაზეც გადავლენ. ამ მეთოდის დროს, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტის სისხლს უსხამენ ამავე ვირუსით დაავადებულ პაციენტს“, აღნიშნავს ჰურრიეთი

Yenişafak-ი, ეკონომიკურ გვერდზე, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის დირექტორის, დუგლას ვინსლოუს მიერ თურქეთის ეკონომიკური განვითარების მიმართ გამოთქმულ სასიხარულო განცხადებას უთმობს ადგილს. იგი მასში ამბობს, რომ სავარაუდოდ, თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტალიდან უკვე ზრდას დაიწყებს და 2021 წელში ის 4,5%-ს მიაღწევს, როცა  გლობალური ეკონომიკა წელს 1,9 პროცენტით შემცირდება

Star-ი იუწყება, რომ კორონავირუსის ჩინეთში გაჩენის შემდეგ, მსოფლიო ბაზრებზე ერთი ორად გაიზარდა მოთხოვნილება თურქულ ხილ-ბოსტნეულზე, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ-ი, იტალია და ესპანეთი, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ვირუსისგან. “ამ ქვეყნებმა მარტის თვეში, წინა პერიოდებთან შედარებით უფრო მეტი ოდენობის ახალი ხილ-ბოსტნეული შეისყიდეს თურქეთისგან“, წერს სტარი



მსგავსი ინფორმაციები