თურქული პრესა 06.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1391947
თურქული პრესა 06.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქმა მეცნიერებმა შექმნეს აპარატები, რომლებიც კორონავირუსს 15 წამში კლავენ. სტატია იტყობინება, რომ სტამბოლის მალთეფეს უნივერსიტეტის კვანტური კვლევის პროფესორმა აფიფ სიდდიქიმ და მისმა გუნდმა, კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შექმნეს სამი სხვადასხვა ტიპის მოწყობილობა, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით, Kovid-19 ვირუსს, დაფიქსირებულ ადგილზე და გარემოში 15 წამში კლავენ. სამეცნიერო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომ წარმოებული პირველი ასეთი აპარატები გამოყენებულ იქნას მედპერსონალის ჯანდაცვისთვის

Star-ი, თურქული ფარმაცევტული კომპანია “აბდი იბრაჰიმის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ნეზიჰ ბარუტის განხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ მათი მხრიდან წარმოებული კორონავირუსის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ადგილობრივი მედიკამენტები, უფასოდ გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს. “ასეთი სამამულე მედიკამენტების პირველ პარტიაში 70 ათასი ყუთი წამალი გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო 15 აპრილამდე წარმოებას გავზრდით და მომდევნო პარტიაში 90 ათას ყუთს გადავცემთ. სანამ საკმარისი ნედლეული გაგვაჩნია, იმდენ წამალს დავამზადებთ, რამდენსაც შეგვიკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო“, აღნიშნავს ბარუტი, წერს სტარი

“ესპანეთი მეტად მადლიერია თურქეთისა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: ესპანეთს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის ეპიდემიით, დიდი მოთხოვნების მიუხედავად, ერთი ცალი ნიღაბიც კი არ გაუგზავნა არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ, როცა თურქეთმა, ათასობით ყუთი სამედიცინო მასალები გაუგზავნა და ამის გამო, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ, მადლობა გადაუხადა რა თურქეთს ამ სიკეთისთვის, ხაზი გაუსვა, რომ ესპანელები არასოდეს არ დაივიწყებენ თურქების ამ დახმარებას

Haber Türk-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ კორონავირუსის ჩინეთში გაჩენის შემდეგ, მსოფლიო ბაზრებზე ერთი ორად გაიზარდა მოთხოვნილება თურქულ ხილ-ბოსტნეულზე. ცნობილია, რომ თურქეთის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითად ცენტრს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონები, ადანა, მერსინი და ჰათაი წარმოადგენენ, რომლებიდანაც მთელი ექსპორტის ნახევარი ხორცილდება. ამ რეგიონებმა მიმდინარე წელიც წარმატებით დაიწყეს და პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაზარდეს ახალი ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი და მათმა მთლიანმა ღირებულებამ 335 მილიონ დოლარს გადააჭარბა



მსგავსი ინფორმაციები