თურქული პრესა 03.04.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1390438
თურქული პრესა 03.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც,  გუშინ საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ თურქეთის ბრძოლას შეეხო და თქვა, რომ ჯანდაცვის მთლიანი ინფრასტრუქტურა, პერსონალის, მედიკამენტების, მასალებისა და ინტენსიური თერაპიის თვალსაზრისით,  ბევრ ქვეყანასთან შედარებით, ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ”ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის სიძლიერით, ვიმედოვნებ, რომ გადავლახავთ ისეთ რთულ პროცესს, როგორიცაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა”, აღნიშნავს ერდოღანმა Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებულ მესიჯში

Vatan-ი, ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეტტინ ქოჯას განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთს, განსაკუთრებით ტექნიკური აღჭურვილობის საკითხში, დახმარება სთხოვა მსოფლიოს 88 ქვეყანამ. მისივე თქმით, იგი ვიდეოკონფერანსით ესაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალურ დირექტორ ჰანს კლუგეს და პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში ორ წლიანი (2020-2021) ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

“თურქებიც მუშაობენ კორონავირუსის ვაქცინაზე“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრ მუსტაფა ვარანქს. მან გუშინდელ ვირტუალურ კონფერენციაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობის შესახებ და აღნიშნა, რომ ამჟამად თურქეთში 14 სხვადასხვა სახეობის ვაქცინა-მედიკამენტების შემუშავების პროექტი არსებობს და მასში ჩართულები არიან 40-მდე კვლევითი ინსტიტუტისა და საწარმოს ასობით მკვლევარი

Star-ი ინტერვიუს აქვეყნებს ევროპარლამენტის თურქეთის მომხსენებელ ნაჩო სანჩეზ ამორთან, რომელმაც ანკარას უღრმესი მადლობა გამოუცხადა ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ესპანეთისა და იტალიისადმი გაგზავნილი სამედიცინო დახმარების გამო და იქვე აღნიშნავს, რომ თურქეთის ამ სოლიდარობას არასოდეს დაივიწყებენ

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის საავტომობილო ბაზრის წლევანდელ განვითარებას ეხება და წერს, რომ მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების ბაზარი, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.62 პროცენტი გაიზარდა რა, მთლიანობაში 125 ათასი ცალის რეალიზება განხორციელდა


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #პრესის , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები