თურქული პრესა 02.04.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1389643
თურქული პრესა 02.04.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელში ერდოღანის მოქალაქეებისადმი მოწოდებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) რეგიონალურ თავჯდომარეებთან ვიდეოკონფერენციით მიმართვის დროს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ საბრძოლველად,  მოქალაქეებს ნებაყოფლობითი კარანტინისკენ მოუწოდა. მისი თქმით,  წინაღმდეგ შემთხვევაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა გართულდება.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მოქალაქეების ჯანდაცვისათვის ყველა ზომებს ღებულობს მთავრობა. მინისტრი თავის მიმართვაში იმასაც აღნიშნავს, რომ ყველა ზომებს ატარებენ იმისათვის, რომ მოქალაქეებმა სამუშაო ადგილები არ დაკარგონ.

გაზეთიHürriyet“-ი იუწყება, რომ თურქეთმაახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ესპანეთს და იტალიას  დახმარება გაუწია.  ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი კარგოს თვითმფრინავით ადგილობრივი წარმოების ათასობით სამედიცინო დახმარების მასალა, როგორიცაა ნიღბები,  სპეციალური დამცავი სამოსი და სადეზინფექციო საშუალებები  ესპანეთსა და იტალიაში გააგზავნა.  სამედიცინო საშუალებების ყუთებზე ესპანურად  და იტალიურად  ეწერა მევლანა ჯალალ ად დინ რუმის ცნობილი ფრაზა: „უიმედობასიმედიშეცვლის. მზისამოსვლაგაანათებსსიბნელეს“.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით,  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან  ესპანეთსა და  იტალიისათვის  სამედიცინო დახმარბის  მიწოდება,   ალიანსის სოლიდარობისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ თურქი პროგრამისტების მიერ შემუშავებული „Home Restoration“  სახელწოდების   თამაში 50-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები