თურქული პრესა 01.04.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1388943
თურქული პრესა 01.04.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც,  გუშინ საღამოს, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობები და გლობალურ პრობლემად ქცეული კორონავირუსის საკითხები განიხილეს. ერდოღან-ტრამპის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თეთრი სახლის ადმინისტრაციამაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლიდერებმა სირიასა და ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი

“ახალი მეთოდი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Hürriyet-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება მოქმედებაზე გადავიდნენ და მათ მხარი დაუჭირეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოებმაც. ამ ახალი მეთოდით, კორონავირუსისგან უკვე განკურნებული პაციენტის სისხლს, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტს გადაუსხამენ და ამ სისხლის წყალობით, რომელიც უკვე სავსე იქნება ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ბაქტერიებით, სხვა დაავადებულებებიც განიკურნებიან

Sabah-ი იტყობინება, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაცხადა იმ პირთა სია, რომლებიც ამიერიდან ალიანსის პოლიტიკური განზომილების გაძლიერების პროცესს მოემსახურებიან და ამ  სიაში ერთი თურქი,  ნატო–ს გენერალური მდივნის მოადგილე, თურქეთის ელჩი ტაჯან ილდემიც არის

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის ეროვნული განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული სტამბოლის ქუჩუქქოის პროფესიული და ტექნიკური ანატოლიის საშუალო სკოლა, ამიერიდან ყოველდღიურად 100 ათასს ცალ ქირურგიულ ნიღაბს აწარმოებს

Yenişafak-ი ინტერვიუს აქვეყნებს კომპანია Baykar-ის ტექნიკურ დირექტორ სელჩუქ ბაირაქტართან, რომლის განცხადებითაც, მათმა კომპანიამ, კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ადგილობრივი წარმოების ხელოვნური სუნთქვის აპარატების, რესპირატორების პირველი პროტოტიპების წარმოება დაიწყო და ამ უახლოეს პერიოდში მათ სერიულ წარმოებაზე გადავლენ


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #პრესის , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები