თურქული პრესა 30.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1387587
თურქული პრესა 30.03.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მთელ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის (კოვიდ-19) ევროპასა და ჩინეთში ჯანდაცვის მუშაკებშიც დაფიქსირების გამო, ამ მხრივ თურქეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში ფართო დახურულ სივრცეზე აგებულ საქალაქო საავადმყოფოებმა მიიპყრო ყურადღება. ჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, 81 ათასი დაავადებულის 40 პროცენტის დაინფიცირების წყარო საავადმყოფოა და თურქეთში 450 ათას კვადრატული მეტრის და მეტის დახურულ სივრცის საქალაქო საავადმყოფოების გამო გავრცელების სიჩქარე  განახევრდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთში რიგით მესამე ყველაზე მეტი პატენტის მქონე ფირმის,  3 ათასზე მეტი პერსონალით მედიკამენეტბის მწარმოებელმა და 50 ქვეყანაში ექსპორტის მქონე Neutec İlaç-ის მმართველი საბჭოს თავჯდომარემ მაჰმუთ ბილგჩმა განაცხადა, რომ თურქეთს კორონავირუსთან გამკლავების ძალა გააჩნია. ბილგიჩის თქმით, თურქეთის მასშტაბით დაახლოებით 25 ათასი აფთიაქის საშუალებით იმუნური სისტემის გამაძლიერებელ მედიკამენტებსა და საკვების დანამატებს მოსახლეობას სთავაზობენ.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ ოღუზჰან ოზბაშმა აღნიშნა, რომ თურქეთის ეკონომიკა დინამიური სტრუქტურით კორონავირუსის პროცესის მინიმალური დანაკარგებით და მოკლე დროში გადამლახავი ერთ-ერთი ეკონომიკა იქნება. წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. მისი თქმით, ცენტრალურ ბანკს ხელთ აქვს უაღრესად ფართო და ეფექტური საშუალებები და მათი ძლიერად და სწრაფად გამოყენების შესაძლებლობა აქვთ.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საფრანგეთის კლუბ Le Havre-ს თურქი ფეხბურთელი უმუთ მერაში ამბობს, რომ საფრანგეთში ადამიანები კორონავირუსის საფრთხეს სერიოზულად არ ეკიდებიანა, ქუჩებსა და პროსპექტებზე სეირნობენ, ნიღბებისა და ხელთათმანების გაკეთების საკითხზე სენსიტიურად არ იქცევიან. მერაშმა აღნიშნა: „ საფრანგეთში ადამიანებმა თურქეთის მსგავსი ზომები არ გაატარეს. საფრანგეთში ამჟამდ ისეთივე ცუდი სურათია როგორც იტალიაში. ასევე ამბობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო უარესობისკენ მიდის.“

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ფეხბურთელის თუნჯაი შანლის მიერ საქარიაში მდებარე სასტუმროში ჯანდაცვის პერსონალის განთავსების თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ფეხბურთელებმა ადემ ბუიუქმა და მერიჰ დემირალმა ჯანდაცვის სამინისტროს ნიღბები, ტესტები და დამცავი აღჭურვილობები გადასცეს. დემირალმა ასევე მოსწავლეებს წიგნები და საჭიროების მქონე ადამიანებს საკვები გადასცეს. ფეხბურთელები სოციალური ქსელით ერთმანეთს იწვევენ სლოგანით „შენც ჩაერთვები?“ რითაც ეს კამპანია თანდათან გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები