თურქული პრესა 27.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1385990
თურქული პრესა 27.03.2020

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვიდეო კონფერენციით შეუერთდა G20-ის ლიდერების რიგგარეშე სამიტს, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის დღის წესრიგით შეიკრიბა. ერდოღანმა სამიტზე თქვა: "ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს გავაკეთეთ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. არცერთ ჩვენგანს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ განახორციელოს დამცავი და ცალმხრივი პოლიტიკა. მე ვთხოვ ყველა ქვეყანას, სანამ გვიანი არ არის, დაუყონებლივ შეუერთდნენ ამ გლობალური ჯანმრთელობის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლას“

Hürriyet-ი, თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფაჰრეტტინ ალთუნის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანადგომის შესახებ წერს. "საერთაშორისო სოლიდარობა და თანადგომა, სავალდებულოა ამ სასიკვდილო ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც არ დატოვა მსოფლიოში არცერთი ადგილი, რომელზედაც მას გავლენა არ მოეხდინოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვირუსმა აიძულოს ქვეყნებს, დააწესონ ახალი საზღვრები, რაც შეაფერხებს გლობალურ თანამშრომლობას

Habertürk-ის მიხედვით, ანკარამ მკაცრი რეაგირება მოახდინა საბერძნეთის საზღვაო იურისდიქციის მიმართ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ საბერძნეთი, საზღვაო იურისდიქციების შეზღუდვის საკითხებში უგულებელყოფს საერთაშორისოს სამართლიანობის პრინციპს და იგი არქიპელაგის სახელმწიფოსავით იქცევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონებსა და სამართალს

“მსოფლიო თურქეთისგან უფრო მეტ საპონს ითხოვს“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს Sabah-ი და მასში ვკითხულობთ: მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა მთელი მსოფლიო თავის გავლენის ქვეშ მოიქცია, თურქულ საპონზე მოთხოვნილება ერთი ორად გაიზარდა და ამჟამად თურქული წარმოების საპონი, კუბიდან დაწყებული შორეულ აღმოსავლეთით დასრულებული, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე იუწყება, რომ თურქეთის აქტივების ფონდმა (TVF) და ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კომპანიამ  (Sinosur), ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის ფარგლებში მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლითაც მათ შორის სავაჭრო მოცულობა 5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #პრესის , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები