თურქული პრესა 26.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1385467
თურქული პრესა 26.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების ფარგლებში მოსახლეობას სიტყვით მიმართა. "ჩვენი მოქალაქეების მიმართ ერთადერთი თხოვნაა, რომ უახლოეს კრიტიკულ დღეებში მკაცრად დაიცვან ზოგადი გაფრთხილებები, რათა მოხდეს დაავადების გავრცელების პროცესის შეწყვეტა. ამგვარად ჩვენ უმოკლეს დროში შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენი ყოველი მოქალაქის სიცოცხლე ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამისათვის ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთს სახლში დარჩეს. დღეს მსოფლიოს 69 ქვეყანა დახმარებას სთხოვს თურქეთს. 17 მათგანს შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმარეთ.“

გაზეთი ვათანის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობასთან დაკავშირებით განაცხადა: „ერთ-ერთი პაციენტი 65 წლის,  რეანიმაციულ განყოფილებაში 8 დღე იმყოფებოდა, გუშინ (სამშაბათს) გაეწერა. ერთი პაციენტი 60 წლის დღეს (ოთხშაბათს) გაწერეს.  თურქეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26-ია ”.

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა სოციალური ქსელით კორონავირუსის ზომების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: ”ეკონომიკური სტაბილურობის ფარის ფარგლებში, საჯარო ბანკების და მონაწილე ფინანსური ინსტიტუტებით, ყველა სექტორისთვის, ყველა კომპანიისთვის ვიწყებთ ”ბიზნესის გაგრძელების მხარდაჭერას”.-წერს გზეთი „საბაჰი“.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ამ რთულ პროცესში, რომლის გავლენაც გლობალურია, მაგრამ ბრძოლა ეროვნული, (კორონავირუსის ეპიდემია) Turkish Cargo საჭირო მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობას პირველ რიგში მთელი მსოფლიოდან თურქეთში, თურქეთიდან კი საჭიროების მქონე ქვეყნებში გადასატანად ხიდის როლის შესარულებას აგრძელებს. Turkish Cargo-მ ამ ფარგლებში ჩინეთიდან თურქეთში ჩამოიტანა სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები, რომელბიც ვირუსს 15 წუთში ადგენს.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ამერიკის ნიუ-იორკის შტატში დაიწყო პრეპარატის გამოცდა, რომელიც შეიძლება ეფექტური იყოს კორონავირუსის წინააღმდეგ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები