თურქული პრესა 25.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1384666
თურქული პრესა 25.03.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ით კაბინეტის წევრებთან ტელეკონფერენციის საშუალებით შეხვედრა გააზიარა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლაში ყველა ორგანიზაცია დაწესებულების სამუშაოებს ყურადღებით აკვირდებიან და ნაბიჯების კოორდინირებულად გადადგმას აგრძელებენ.  

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინისთვის მუშაობა დაიწყეს. „ჩვენი სამინიტროს ვაქცინის ინსტიტუტმა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო. ყველა იმედის მომცემ სამეცნიერო ძალისხმევას მხარს დავუჭერთ. ფინანსთა სამინისტრო მზად არის ფონდის შესაქმნელად.“-აღნიშნა მინისტრმა ქოჯამ.

ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსის სამეცნიერო საბჭოს წევრმა პროფესორმა ლევენტ იამანელმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან ჩამოტანილი პრეპარატის კორონავირუსის მქონე პაციენტებში გამოყენება დაიწყო - წერს გაზეთი „საბაჰი“. „ახლავე დავიწყეთ მისი გამოყენება. შეიძლება უფრო სწრაფი გამოჯანმრთელება მოხდეს ამ პრეპარატების გამოყენების შემდეგ. ვიცით, რომ ეს ეფექტური წამალია.“-აღნიშნა იამანელმა.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ანკარაში ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიის კომპანიის მიერ შექმნილი დიაგნოსტიკური ტესტი შედეგს 10-დან 20 წუთამდე იძლევა. მკვლევარმა ექიმმა და გენეტიკურმა ინჟინერმა სენემ შიმშექმა განაცხადა, რომ მათ სხვადასხვა ქვეყნებში პრეზენტაცია ჩაატარეს და ტესტები გააგზავნეს ევროპის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, ეროვნული თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი, სადაც ხდება ჯარებსა და შტაბებში ეპიდემიასთან დაკავშირებული პრევენციის სამუშაოების მართვა და მონიტორინგი. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა აღნიშნა:  „ჩვენ დღე და ღამე ვმუშაობთ, რომ ჩვენი ჯარისკეცაბი უსაფრთხოდ იყვნენ. დღემდე შემთხვევა არ გვქონია და ამის შემდეგაც ისე დავასრულებთ დავალებებს, რომ არ მივცეთ საბაბი რომ დაფიქსირდეს დაავადების შემთხვევა.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები