თურქული პრესა 24.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1383949
თურქული პრესა 24.03.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის მინისტრმა ფარეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლისში მსგავსებიდან ძალიან განსხვავებულია. მისივე თქმით, ერის მიერ გამოხატულ სოლიდარობას მსოფლიოში მაგალითი არ აქვს და დაამატა: „თურქეთმა გონივრული პოლიტიკა გაატარა. მან მკაცრად გაითვალისწინა სოციალური ფსიქოლოგია. შეამცირა რისკის ზონა. მომდევო დღეებში გამოჯანმრთელებულ შემთხვევებს გამოვაცხადებთ. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა მაღალია.“

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთთინ ქოჯამ, ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით ახალგაზრდებს „სახლში დარჩენისკენ“ მოუწოდა. ქოჯამ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „სიცოცხლე მოძრაობას ნიშნავს.... თუმცა გარკვეული პერიოდით სხვა რეჟიმში გადავდივართ. თავისუფლება სახლშია. ცხორვება სახლში ჩაეტევა.“

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანამ მოგზაურობა შეზღუდა - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. ამ ზომებმა ტურიზმის სექტორი მთლიანად გააჩერა. თურქეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თურქეთში ვითარება ბევრ სხვა ქვეყანაზე უკეთესია და ჩამოსულ ტურისტებს უკან დაბრუნება აღარ სურთ.“

გაზეთ “იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავიანთ ქვეყანაში სამოქალაქო ომს გამოქცეულ და თურქეთს თავშეფარებულ გაზიანთეფში მცხოვრებ სირიელ 100 ექიმს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მატერიალური ან მორალური ანაზღაურების გარეშე სურს თურქეთს დაეხმაროს. სირიელი ექიმების წარმომადგენელმა ექიმმა მუსტაფა ლულიკმა განაცხადა: „2011 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩვენი თურქი ძმები ჩვენს მიმართ სტუმართმოყვარეობას იჩენენ. ჩვენ ამ სიკეთის საპასუხოდ გვსურს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს დავეხმაროთ.“

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, სამომხმარებლო ინდექსი მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა. თებერვალში ინდექსი 57,3 იყო და იგი მარტში 58,2 -მდე გაიზრდა. მომდევნო 12 თვის პერიოდში ოჯახების მატერიალური მდგომარეობის პროგნოზი თებერვალში 76,8 იყო და იგი მარტში 2,3%-ით 78,6-მდე გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები