თურქული პრესა 23.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1383232
თურქული პრესა 23.03.2020

 

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა  რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სახლის ტელეფონებით ხმოვანი მესიჯი გაავრცელა და მასში მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ეპიდემიასთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, არ გამოვიდნენ გარეთ და "დარჩნენ სახლებში".


Vatan-ი, თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფაჰრეტტინ ალთუნის მიერ გავცელებულ მესიჯს აქვეყნებს, რომელშიც იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელები უამრავ დაბინძურებულ ინფორმაციებს შეიცავენ, რაც კორონავირუსზე არა ნაკლებ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე იგი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაუჯერონ ასეთ დეზინფორმაციებს და მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციებს ენდონ


Sabah-ი ინტერვიუს აქვეყნებს საერთაშორისო გადამზიდველების ასოციაციის (UND) სტრატეგიისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ  ფატიჰ შენერთან, რომლის თქმითაც,  თურქეთი დასავლეთში, სახმელეთო გზით ყოველწლიურად 42 მილიარდი დოლარის სატრანსპორტო გადაზიდვებს ახორციელებს

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის მიწების ნაყოფიერებას ეხება და  მას დიდ  საგანძურს უწოდებს. “თურქეთის ბარაქიან მიწებზე უამრავი სახეობის ხილ-ბოსტნეულთან ერთად  უხვად მოდის ასევე როგორც სხვა საკვები და სასოფლო სამეურნეო, ასევე სამკურნალო და არომატული მცენარეულობაც, მაგალითად  ისეთები, როგორებიც არის დაფნა, მოცვი, ქონდარი, როზმარინი, წაბლი, სალბი და სხვა და გასულ წელს ამ პროდუქციის ექსპორტის შედეგად ქვეყანამ 160 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო“, წერს სტარის ეკონომიკური მიმომხილველი


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #მოკლე , #პრესის , #თურქული

მსგავსი ინფორმაციები