თურქული პრესა 20.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1381728
თურქული პრესა 20.03.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში სამედიცინო პერსონალს კორონავირუსის (კოვიდ-19) გავრცელებასთან ბრძოლისათვის მადლობა გადაუხადა.  

„სწრაფი სადიაგნოსტიკო ნაკრები  შედის მოქმედებაში“  ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში  და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ გუშინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად სწრაფი სადიაგნოსტიკო ნაკრების ამოქმედებას იწყებენ, რითაც დღეში 10-15 ათასი ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ კორონავირუსი, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, სერიოზულად ემუქრება ქვეყნების ჯანმრთელობის სისტემას, პაციენტების ინტენსიური თერაპიის საჭიროების გამო. ინტენსიური თერაპიის არასაკმარისი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თურქეთში დამზადებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესყიდვა დაიწყეს. მათ შორის გახლავთ იტალიაც.   

გაზეთ „Hürriyet“-ის მიხედვით საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ავუშოღლუმ თავის უნგრელ კოლეგა, პეტერ საიარტოს ტელეფონით ესაუბრა. უნგრემა მინისტრმა ჩავუშოღლუსთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პრესკონფერენციის დროს აღნიშნა, რომ აუცილებელია თურქეთმა და ევროკავშირმა ემიგრანტების საკითხთან მიმართებაში ახალი მემორანდუმი გააფორმონ.  

„სუპერლიგა გადაიდო“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სუპერლიგა ახალი ტიპის კორონავირუსის (Kovid-19)  გამო გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა მეჰმედ მუჰარემ ქასაფოღლუმ განაცხადა. მინისტრის თქმით, როგორც საფეხბურთო ასევე საკალათბურთო და ფრენბურთის ლიგებიც გადაიდო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები