თურქული პრესა 19.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1380978
თურქული პრესა 19.03.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, განსაკუთრებით, ბოლო 17 წლის განმავლობაში ძირითად მომსახურებასა და ინფრასტრუქტურაში განხორციელებული დიდი გარდაქმნებით მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსს ყველაზე მომზადებული ფორმით ებრძვის. "მთელი გულით მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გაძლიერებული გადავლახავთ ამ პრობლემურ პროცესს."-აღნიშნა ერდოღანმა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ 100 მილიარდი ლირის ფინანსური დახმარების პაკეტს აამოქმედებენ. გადასადგმელი ამ ნაბიჯით დაცული იქნება დასაქმება, რეალური სექტორი და სავაჭრო ობიექტების მფლობელები. მინისტრის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ისინი აამოქმედებენ ახალ პაკეტებს და დაამატა: ”იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე სწორად წარმართავს ამ პროცესს და ეკონომიკის თვალსაზრისით უპირატესობას მოიპოვებს.”

თურქეთს, რომელიც წარმატებით იბრძვის კორონავირუსის  ეპიდემიის პრევენციისთვის, მრავალმა ქვეყანამ დახმარება და მხარდაჭერა სთხოვა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ამ დრომდე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის თაოსნობით, 26-მა ქვეყანამ რომელთა შორისაც არიან ჩინეთი, ირანი, ბულგარეთი, საქართველო და სხვები, თურქეთს სამედიცინო მოწყობილობები და სპეციალისტთა დახმარება სთხოვა.

გაზეთი „ვათანი“-ს სტატიის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ დაიწყო ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ტესტირება. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გებრეისუსმა თქვა, რომ წარმოუდგენელი წარმატების მიღწევით, ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობის მიღებიდან სულ რაღაც 2 თვის შემდეგ Covid-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, თურქეთმა ედირნესა და ქირქლარელში მდებარე ბულგარეთსა და საბერძნეთში გადასასვლელი სახმელეთო და სასაზღვრო კარები ორმხრივად დახურა. საბერძნეთის ტერიტორიიდან და მისი კუნძულებიდან მგზავრების გადაყვანაც ორმხრივად დროებით შეჩერდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები