თურქული პრესა 02.03.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1369834
თურქული პრესა 02.03.2020

      

     

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Habertürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირისპირ 5 მარტს, მოსკოვში შეხვდებიან. “მოსალოდნელია, რომ ლიდერები ძირითად ყურადღებას, სირიის იდლიბის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებს და ასადის რეჟიმის ძალების მიერ თურქული სადამკვირვებლო პუნქტებიდან უკან დახევის საკითხებს დაუთმობენ“, წერს ჰაბერთურქი

Hürriyet-ი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს მიერ 27 თებერვალს, სირიის იდლიბის რეგიონში მყოფ თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაწყებული “გაზაფხულის ფარის“ ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელ .Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ მესიჯს ანთავსებს, რომელშიც აღნიშნულია: "„ჩვენი ოპერაციებით: „ევფრატის ფარი“, „ზეთისხილის რტო“, „მშვიდობის წყარო“ და ახლა კი „მშვიდობის ფარით“, ჩვენი დროშისკენ გამოწვდილ ყველა მოღალატურ ხელს დავამტვრევთ. დაე, ალაჰმა დაიცვას ჩვენი მთვარიან-ვარსკვლავიანი დროშის დასაცავად მებრძოლი გმირები“

Star-ი, სირიის იდლიბის რეგიონში აქტიურ თურქულ შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებს ეხება და წერს, რომ ანკარა, იდლიბის რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების განმხორციელებელი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს თურქული წარმოების უპილოტო შეიარაღებულ საფრენ აპარატებს და ზუსტი დარტყმებით ანადგურებს მტრის სამხედრო ობიექტებსაც და ცოცხალ ძალებსაც, რასაც ადასტურებენ თვით უპილოტოებიდან გადაღებული ვიდეო რგოლები

Yeni Şafak-ი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ თურქეთს, რადგან, ვერც ერთი ქვეყანა მარტოდ მარტო ვერ გაუმკლავდება მილიონობით უცხოელ ლტოლვილს და ახლა თურქეთი ვეღარ ინახავს რა მათ, ამიტომაც ევროპისკენ საზღვრები გაუხსნა და ისინიც ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვრებს მოაწყდნენ

“ბრიტანული გაზეთი: ყველაზე საიმედო დასასვენებელი ადგილი ამჟამად თურქეთია“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ეს სათაური ახლავს ინგლისურ გაზეთ Daily Express-ს, რომელიც ქრისტიანებს, მოახლოებული რელიგიური აღდგომის უცხოეთში გატარების მსურველებს ურჩევთ, აუცილებლად აირჩიონ თურქეთი, რადგან, აქ არ არსებობს ახალი ტიპის კორონავირუსის საშიშროება. “ინგლისური გაზეთის ამ რჩევამ ძალზედ გაახარა ის ბრიტანელები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან მუგლაში დასასვენებლად“, წერს საბაჰი  



მსგავსი ინფორმაციები