თურქული პრესა 20.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1362923
თურქული პრესა 20.02.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სირიის იდლიბის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ განცხადება გააკეთა. ”რეჟიმის გასვლისთვის ბოლო დღეებია, უკვე საბოლოო გაფრთხილებებს ვაკეთებთ. იდლიბის ოპერაცია  ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ჩვენ არ დავუტოვებთ იდლიბს რეჟიმს და მათ, ვინც მას ხელს უწყობს. თურქეთმა საკუთარი გეგმა მოამზადა, როგორც ყველა ოპერაცის დროს, ვამბობთ "შეიძლება მოულოდნელად ერთს ღამეს მოვიდეთ" - განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, იდლიბში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა: ”რაიმე ფორმით ჩვენი სადამკვირვებლო პუნქტების გატანის საკითხი არ დგას. ვთქვით რომ თუ მათ წინააღმდეგ რაიმე გაკეთდება, ჩვენ უფრო მძლავრად ვუპასუხებთ. ჩვენ ველოდებით, რომ მხარეები სწრაფად შეასრულებენ სოჭის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რათა მიღწეული იქნას ცეცხლის შეწყვეტა და სისხლის ღვრის შეჩერება. ჩვენ შევასრულეთ და ველოდებით, რომ სხვა მხარეებიც შეასრულებენ.“

თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტის) თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა მწვავე რეაქცია გამოხატა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განაცხადებაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იგი შეებრძოლება "ისლამურ სეპარატაზიმს”- წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. შენთოფმა სოციალურ ქსელის Twitter– ის ანგარიშით გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა: ”საჰელში, ლიბიაში მშვიდობის დამრღვევი, ისლამურ ტერიტორიებზე ქაოსის შემქმნელი საფრანგეთის პრეზიდენტი და (ლიბიაში) მეამბოხე ჰაფთარის იარაღით მხარდამჭერი მაკრონის „ისლამური სეპარატიზმის” წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე სიტყვები პრიმიტიული მტრობაა ისლამის მიართ. საფრანგეთმა უპირველეს ყოვლისა თვალი უნდა გაუსწოროს მის რასისტულ და მასობრივი მკვლელობებით სავსე  წარსულს.”

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბის მუსლიმი მოაზროვნის მევლანა ჯელალედინ რუმის კონიაში მდებარე მევლანას მუზეუმმა, სადაც მისი აკლდამაც მდებარეობს, გასულ წელში 3 მილიონ 464 ათას დამთვალიერებელს უმასპინძლა და ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ რაოდენობა მიაღწია.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ ფილმის "ჩემი ბაბუის ადამიანების" (Dedemin İnsanlar) ჩვენება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. ბუდაპეშტის იუნუს ემრეს ინსტიტუტის და თურქეთ-უნგრეთის სტუდენტური ასოციაციის (KAPU) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამართულმა რეჟისორ ჩაღან ირმაქის ფილმის ჩვენებამ მაყურებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები