თურქული პრესა 13.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1358694
თურქული პრესა 13.02.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ჯგუფის შეხვედრაზე სირიის იდლიბში გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. „ვაცხადებ რომ სადამკვირვებლო პუნქტებში ან სხვა ადგილებში მყოფ ჩვენს სამხედროებს მცირე ზიანიც კი თუ მიადგებათ, დღეიდან მოყოლებული იდლიბით და სოჭის შეთანხმებით არ შემოვიფარგლებით და რეჟიმის ძალებს ყველგან დავარტყამთ.“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი აშშ-ს სირიის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს ჯეფრის შეხვდა - წერს გაზეთი „საბაჰი“. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იდლიბში რეჟიმის მიერ თურქული სადამკვირვებლო პუნქტებზე თავდასხმა მიუღებელია. ასევე ხაზი გაესვა იდლიბის შეთანხმების ფარგლებში თურქი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხზე თურქეთის მტკიცე გადაწყვტილებას.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაახლოებით 4,8 ტრილიონი დოლარის 2021 წლის საბიუჯეტო წინადადება კონგრესს გაუგზავნა. საბიუჯეტო წინადადებაში თავდაცვის ხარჯების ნაწილში საყურადღებო დეტალია შესული, თურქეთის F-35-ის პროგრამიდან ამოღების გამო F-35-ების წარმოების ხარჯები გაიზრდება და წარმოების რაოდენობა შემცირდება.

გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, სტამბოლის აეროპორტი, მის მიერ მიღებული მგზავრების რაოდენობით, მოხმარების ციფრებით, მაღაზიებით და ერთი ქალაქისთვის საჭირო ყველა ორგანიზაციის არსებობთ, თურქეთის 82-ე პროვინციის მსგავსად ფუნქციონირებს. სტამბოლის აეროპორტი, რომელიც დღეში საშუალოდ 200 ათას მგზავრს და 1200 თვითმფრინავს იღებს, სასტუმროს, სამედიცინო ცენტრების, აფთიაქების ჩათვლით ბევრი ორგანიზაციით საშუალო სიდიდის ქალაქისგან თითქმის არაფრით განსხვავდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერთურქი“ იუწყება, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ 2020 წლის თემად ანტალიისა ქაშის რაიონში მდებარე ანტიკური ქალაქი პატარა აირჩია. ანტიკური ქალაქი არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში არსებობდა და ცნობილია, რომ იგი „სანტა კლაუსი“-ს სახელით ცნობილი წმიდა ნიკოლოზის დაბადების ადგილია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები