თურქული პრესა 12.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1358047
თურქული პრესა 12.02.2020

      

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა  შეფასება მისცა რა ბაშარ ასადის რეჟიმის გუშინწინდელ თავდასხმას იდლიბში მოპატრულე თურქ სამხედროებზე, რომლის დროსაც 5 ჯარისკაცი დაიღუპა, თქვა, რომ ეს თავდასხმაც, როგორც გასული კვირისა, ძვირად დაუჯდა ასადის რეჟიმს. ”ჩვენ მყისიერი საჭირო რეაგირება მოვახდინეთ ამ თავდასხმაზე და რეჟიმის ძალებს მძიმე დანაკარგები განვაცდევინეთ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ჩვენ გავაგრძელებთ დიქტატორის რეჟიმზე დარტყმებს“, განაცხადა ერდოღანმა, წერს იენი შაფაკი

Hürriyet-ი  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცახდებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქ სამხედროებზე თავდასხმას ვინც გაბედავს, ამაზე პასუხს აუცილებლად და მკაცრად აგებინებენ. “მაგრამ, მთავარი ის გახლავთ, რომ  თავდასხმები შეწყდეს  და სირიაში კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარება შესაძლებელი გახდეს. სირიაში რეჟიმის გარანტორმა ქვეყნებმა რუსეთმა და ირანმა ეს თავდასხმები უნდა შეაჩერონ“, აღნიშნა ჩავუშოღლუმ 

Star-ი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზთან, რომლის თქმითაც თურქეთი, ნავთობის მრეწველობაში  ლოკალიზაციის სამუშაოებს დააჩქარებს. "თურქეთის სახელმწიფო ნავთობ კომპანია TPAO ამჟამად უცხოური ტექნოლოგიითა აღჭურვილი და მისი ადგილობრივი წარმოების ტექნოლოგიაზე გადასვლისკენ მცდელობები უკვე დავიწყეთ რა,  რამდენიმე წელში მთლიანად თურქულ ტექნოლოგიაზე გადავალთ. სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური  თანამშრომლობით კი, ჩვენს ნავთობმრეწველობას მსოფლიო ლიდერებში შევიყვანთ“, იმედიანად განაცხადა მინისტრმა, წერს სტარი

“თურქეთის ავიახაზები THY, ევროპაში ტოპ სამეულშია“, ასეთი სახელწოდების სტია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში და მასში ვკითხულობთ: ევროპის საჰაერო სანავიგაციო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის ანგარიშის თანახმად, თურქეთის ავიახაზები (THY) გახდა ევროპაში მესამე ავიაკომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი ფრენები შეასრულა. ამ ანგარიშით, თურქეთის საჰაერო ფლოტმა გასულ წელს ევროპის სხვადასხვა წერტილებში მთლიანობაში  ყოველდღიურად 1331 რეისი განახორციელა

Habertürk-ი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასულ წელს თურქეთში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, წინა, 2018 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და მთლიანობაში 52.5 მილიონს მიაღწია რა, ამით მან მსოფლიოში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილზე 90 მილიონზე მეტი ვიზიტორით საფრანგეთია, მას  83.8 მილიონით ესპანეთი მოჰყვება, აშშ-ი 78,7 მილიონი ვიზიტორით მესამე ადგილზეა, მეოთხეზე  67,5 მილიონით ჩინეთია და მეხუთეზე კი 64,6 მილიონით იტალიაა. პირველ ათეულში შევიდნენ ასევე მექსიკა, ტაილანდი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.



მსგავსი ინფორმაციები