თურქული პრესა 11.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1357060
თურქული პრესა 11.02.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით და მასში ვკითხულობთ: გუშინ ანკარაში თურქეთისა და რუსეთის დელეგაციებს შორის, იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, ასადის რეჟიმმა მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა. იდლიბის ჩრდილოეთში თაფთანაზში მდებარე თურქულ სადამკვირვებლო პუნქტებზე ასადის რეჟიმმა მორიგი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ხუთი  თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.  თურქეთმა კი ამ პროვოკაციულ ქმედებას ადეკვატურად უპასუხა რა, ასადის რეჟიმის ძალების 115 წერტილი გაანადგურა და 101 ჯარისკაცის განეიტრალება მოახდინა.

გაზეთი „Star“-ი მირო ცერარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: სლოვენიის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა,  მირო ცერარმა განაცხადა, რომ  თურქეთის მიერ მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით გაწეული სამუშაოები მისასალმებელია. მისივე თქმით,  თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი  როლის შემსრულებელი ქვეყანაა ამიტომ, ანკარასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და თურქეთის ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ 17-18 თებერვალს, ბიზნეს-ანგელოზთა მსოფლიო საინვესტიციო ფორუმი (WBAF), რომელიც  „კაპიტალის ბაზრების დავოსად“ არის მიჩნეული,  სტამბოლში გაიმართება. ფორუმში  92 ქვეყნის დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

გაზეთი „Haber Türk“-ის მიხედვით,  ზონგულდაქის ბულენთ ეჯევიტის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შექმნილი  ‘Grizu-263 კოსმოსური გუნდი’,  აშშ-ში გამართულ სამოდელო სატელიტურ კონკურსზე მეორე ადგილზე გავიდნენ. სტუდენტებმა თურქეთის ყველაზე პატარა ზომის 5 სმ-იანი ‘ჯიბის სატელიტი“   დაამზადეს და ახლა მის კოსმოსში გასაშვებად ემზადებიან. გუნდის ლიდერმა  ჩაღლა დურსუნმა განაცხადა, რომ ჯიბის სატელიტს კოსმოსში, ახალი ზელანდიიდან გაუშვებენ რა, ამისათვის ყველა საჭირო ნებართვა უკვე მიიღეს.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ მას შემდეგ რაც ჩინეთში კორონავირუსი გავრცელდა, ევროპიდან ჩინეთში კონგრესის ტურების ალტერნატიულის თურქეთში ჩასატარებლად, ანკარამ შესაბამის ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო. თურქეთი ასევე ჩინეთის ალტერნატიული საკრუიზო ტურების გაზრდის მიზნითაც  შესაბამის ნაბიჯებს  დგამს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები