თურქული პრესა 10.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1356275
თურქული პრესა 10.02.2020

     

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა,  მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გამართულ საპარლამენტთაშორისო იერუსალიმის პლატფორმას წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია: “ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ და ვგმობთ აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ე.წ. ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას, რომელიც მსოფლიოს დღის წესრიგში შევიდა,  როგორც ე.წ.  „საუკუნის შეთანხმება“ და იგი იერუსალიმის მხოლოდ ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას ისახავს მიზნად. ეს კი, სხვა არაფერია, თუ არა ოცნება, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ ოცნების აღსრულებას კი ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. გეგმას, რომელიც პალესტინის ტერიტორიების ანექსიას  და მთლიანი იერუსალიმის უკანონოდ მითვისებას ისახავს მიზნად, არ ვაღიარებთ.“

Vatan-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით “ტრამპის გეგმის საწინააღმდეგო სიურპრიზული წინადადება იტალიისგან“, რომელშიც ვკითხულობთ: იტალიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა მაიკლ პირასმა, მალაიზიაში ჩატარებულ “იერუსალიმის პლატფორმის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგ, თურქეთს და იტალიას შეუძლიათ მოამზადონ პალესტინის ერთობლივი ალტერნატიული სამშვიდობო გეგმა

Star-ის ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთის სახელმწიფო ნავთობ კორპორაციის, TPAO-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ძიების მიზნით, თურქეთმა უკვე მესამე საბურღი გემი შეისყიდა.  TPAO-მ მონაწილეობა მიიღო ინგლისში ჩატარებულ ღია ტენდერში და  37.5 მილიონ დოლარად იყიდა რიგით მესამე საბურღი გემი, რომელიც მალე შეუერთდება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ძიების სამუშაოებს, ხაზს უსვამს სტარის ეკონომიკური მიმომხილველი

Sabah-ი იუწყება, რომ თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გუშინ, სტამბულის აეროპორტიდან გააცილა ანტარქტიდის ეროვნული მე-4 სამეცნიერო კვლევის ექსპედიციის წევრები. გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა ვარანკმა თქვა, რომ ექსპედიციის მიერ მოპოვებული კვლევების შედეგებს საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციებში გამოაქვეყნებენ. “ჩვენი ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული კვლევების წყალობით, თურქეთი გააძლიერებს თავის ფიზიკურ ყოფნას ანტარქტიდაზე და ამით მყარი საფუძველი შეექმნება მასზე მუდმივი თურქული სამეცნიერო ბაზის შექმნას,”  განაცხადა მინისტრმა, წერს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები