თურქული პრესა 07.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1355067
თურქული პრესა 07.02.2020

      

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პაკისტანის პარლამენტში მეოთხედ გამოვა სიტყვით.  ერდოღანი 13-14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით პაკისტანს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პაკისტანის პარლამენტის ეროვნული ასამბლეის ქვედა ფრთა (NA) ავრცელებს. ერდოღანი, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის რანგში პაკისტანში  უკვე მეცხრედ ჩადის. იგი პაკისტანის პარლამენტში ადრე,  2009, 2012 და 2016 წლებში გამოსულა, წერს სტარი

Star-ი იუწყება, რომ ანკარის განცხადებით, ესადის რეჟიმი იდლიბში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კასრის ბომბებსაც იყენებს. რეჟიმის ძალების მიერ იდლიბის გარეუბან ტრენბეში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის შემდეგ, რასაც მთლიანობაში 8 კაცი ემსხვერპლა, თურქეთის შეიარაღებული ძალებმა მყისიერი საპასუხო დარტყმა მიაყენეს ესადის პოზიციებს და მრავალი სამხედრო ობიექტი გაუნადგურეს, რომელთა შორის ჰამაში ერთი აეროდრომიც იყო და აქ აფეთქებულ საწყობში კასრის ბომბების ნარჩენები აღმოაჩინეს  

Haber Türk-ი წერს, რომ მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა მწვავე უარყოფითი რეაგირება მოახდინა ევროპარლამენტის ქმედების მიმართ, რომელმაც თავის სხდომაზე მიიწვია ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს წევრები. "ევროპარლამენტი, თურქეთში წითელი ბიულეტენით ძებნილი ტერორისტების მიმართ ტოლერანტობას იჩენს და მათ თავიანთ სხდომაზე დასწრების ნებართვას აძლევს. დროა, ევროპარლამენტი პრო ტერორისტული ქმედებებისგან შორს დადგეს“, ხაზგასმით განაცხადა ჩელიქმა, აღნიშნავს ჰაბერთურქი

Yeni Şafak-ის მიმომხილველი, გლობალურ ეკონომიკაზე კორონავირუსის ზეგავლენას ეხება და წერს, რომ ამ ეპიდემიამ ჩინეთში დიდად დააზარალა ტექსტილისა და მზა ტანსაცმლის სექტორები.  მის ფარგლებში მსოფლიოს უდიდესმა სამკერვალო და საფეიქრო კომპანიებმა შეწყვიტეს აქ წარმოება და ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს. ფართოდ ცნობილია, რომ ეს სექტორი თურქეთის ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ლოკომოტივს წარმოადგენს და ამიტომ ხსენებულმა კომპანიებმა პირი თურქეთისკენ იბრუნეს. თურქული ტექსტილისა და მზა ტანსაცმლის მწარმოებლები აქედან გამომდინარე იმედს გამოთქვამენ, რომ მათ პროდუქციაზე მალე, განსაკუთრებით კი ივნისიდან, დიდი მოთხოვნა დაიწყება აშშ-ის და ევროპის ბაზრებიდან

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე, მსოფლიო ბანკის თურქეთის დირექტორის, აუგუსტე ტანო კოუამეს განცხადებას უთმობს ადგილს. იგი ამ განცხადებაში ამბობს, რომ ასობით წლებია რაც თურქეთი, გლობალური ღირებულებების ქსელში არსებობს, თანაც ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტექსტილი, მზა ტანსაცმელი, მანქანა-დანადგარები, ელექტრონიკა და ა.შ. კოამეს ამ განცხადებითვე, თურქული საიმპორტო და საექსპორტო კომპანიები ამ ბოლო წლებში უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე ეს უწინ იყო



მსგავსი ინფორმაციები