თურქული პრესა 05.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1353645
თურქული პრესა 05.02.2020

     

      

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა შეფასება მისცა რა იდლიბში, ესადის ძალების მიერ თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებულ თავდასხმას, თქვა, რომ იდლიბის რეგიონში ცეცხლის გახსნა არის ასტანისა და სოჭის პროცესების უხეში და აშკარა დარღვევა, ამიტომაც, თურქეთის შეიარაღებული ძალების პერსონალზე ამ მუხანათურ თავდასხმას, აუცილებლად ექნება მკაცრი საპასუხო და ადეკვატური რეაგირება, რომლებისგანაც ისევ და ისევ ბაშარ ასადის რეჟიმი დაზარალდება

Vatan-ი, ამავე საკითხზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი მკაცრად გმობს ასადის რეჟიმის თავდასხმას თურქ სამხედრო პერსონალზე და ხაზს უსვამს, რომ სირიის მთავრობის ამ ზღვარგადასულ ქმედებას ანკარამ მყისიერი თავდასხმითვე უპასუხა, რასაც მრავალი მსხვერპლი მოჰყვა ასადის ძალებში და ასეთ თავდასხმებს კვლავ გააგრძელებენ. მანვე უსაფუძვლო და მიუღებელი უწოდა მოსკოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს ასადის რეჟიმის ქმედებებს

“თურქეთის მოსახლეობამ 83 მილიონს გადააჭარბა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Haber Türk-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა, “მისამართზე დაფუძნებული მოსახლეობის რეგისტრაციის“ 2019 წლის  შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ქვეყნის მოსახლეობა გასულ წელს, წინა, 2018 წელთან შედარებით 1 მლნ 151 ათასი კაცით მოიმატა და 83 მილიონ 155 ათასს მიაღწია. ამავე სტატისტიკით, აქედან 41 მილიონ 722 ათასი, ე.ი. მოსახლეობის 50.2% მამაკაცია, ხოლო დანარჩენი 41 მილიონ 434 ათასი, ე.ი. 49.8 პროცენტი კი ქალია.

Yeni Şafak-ის ეკონომიკური მიმომხილველის აზრით, კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთიც და სხვა ქვეყნებიც, თურქულ ბოსტნეულს და ხილს მიუბრუნდნენ. ჩინეთში კორონავირუსის დაფიქსირებისა და მისი ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გამო, ამ ქვეყნიდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორმა ქვეყნებმა ფაქტიურად მთლიანად შეაჩერეს შესყიდვები და თურქეთის ბაზარს მიუბრუნდნენ, რის გამოც ამგვარ თურქულ პროდუქციაზე მოთხოვნა ბოლო ხანებში 5-ჯერ გაიზარდა. სწორედ მის ფარგლებში რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტომატის იმპორტი შეაჩეროს ჩინეთთან და მის მაგივრად თურქეთისგან შეისყიდოს 200 ათასი ტონა პამიდორის ტომატი.

Sabah-ი ეკონომიკურ გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთში მოქმედი ბრიტანეთის სავაჭრო პალატის თავჯდომარე კრის გაუნტთან, რომლის თქმითაც, თურქეთი და სტამბული, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქსელში მდებარე 14-მდე სახელმწიფოსათვის შეიძლება ძლიერი საინვესტიციო ცენტრი გახდნენ და ამ მიზნით, თურქული და ბრიტანული კომპანიები დღე და ღამ იმუშავებენ და დიდ ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა ეს 14 ქვეყანა დაარწმუნონ თურქეთისა და სტამბოლის საინვესტიციო შესაძლებლობებში. “თურქულ კომპანიებს უკვე აქვთ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები რუსეთთან, ცენტრალური აზიის, კავკასიის, ბალკანეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან და ამიტომ ამ მდგომარეობას დიდ შესაძლებლობად მივიჩნევთ  ჩვენი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდის საკითხში,” განაცხადა გაუნტიმ, წერს საბაჰი



მსგავსი ინფორმაციები