თურქული პრესა 04.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1352923
თურქული პრესა 04.02.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ უკრაინაში ვიზიტამდე განაცხადა, რომ იდლიბში თავდასხმაზე, რომელსაც 4 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, მკაცრი პასუხი გასცეს და რეაგირებას კვლავაც გააგრძელებენ. „მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის და იდლიბელი ჩვენი ძმების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წარმოებული ჩვენი ოპერაციები გავაგრძელოთ. ისინი მიხვდებიან, რომ ამგვარი სულმდაბალი თავდასხმებით თურქეთის სიმტკიცის გამოცდით დიდ შეცდომას უშვებენ.“-აღნიშნა პრეზიდენტმა  

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან ერთად გუშინ სირიის საზღვარზე გაემგზავრა. აქარის თქმით, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ გუშინ იდლიბში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საჭირო საბიჯები გადაიდა.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ გუშინ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებული სამშვიდობო გეგმაზე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის პოზიციასთან ერთად პალესტინის საკიხთიც განიხილეს. ჩავუშოღლუმ Twitter- ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: "ჩვენ მონაწილოება მივიღეთ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრაში. ჩვენ ყველამ, ისლამურმა სამყარომ, უარვყავით ეს გეგმა, რომელიც სინამდვილეში არის გაყიდვების დოკუმენტი. ვინც პალესტინაზე უარს იტყვის მას არც ღმერთი და არც მრევლი არ აპატიებს.”

ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ ფექჯანმა განაცხადა, რომ ექსპორტი იანვარში წლიურ ბაზაზე 6.10 პროცენტით გაიზარდა და 14.8 მილიარდ დოლარას მიარწია - წერს გაზეთი „ვათანი“. "ეს მაჩვენებელი რესპუბლიკის ისტორიაში იანვრის თვის ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებელია."- განაცხადა ფექჯანმა. მისივე თქმნით, საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ თურქეთის ეკონომიკის გაუმჯობესება გრძელდება და ძლიერდება.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, ფეხსაცმლის ექსპორტი, რომელიც 2018 წელში 249 მილიონი წყვილი იყო, გასულ წელში 11.2 პროცენტით გაიზარდა და 277 მილიონ წყვილს მიაღწია. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 4.6 პროცენტიანი ზრდით 932 მილიონ აშშ დოლარმდე გაიზარდა. ყველაზე მეტი ექსპორტი, 106 მილიონი დოლარი, რუსეთში  განხორციელდა, მას 70 მილიონი დოლარით ერაყი, 59 მილიონი დოლარით გერმანი მოჰყვება. ექსპორტის ყველაზე მაღალი ზრდა 168% ჩინეთში დაფიქსირდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები