თურქული პრესა 29.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1349301
თურქული პრესა 29.01.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის ხაფთარის მიმართ კრიტიკაზეა ყურადღება გამახვილებული და მაში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სენეგალის პრეზიდენტ, მაკი სალისთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ხალიფა ხაფთარი ლეგიონერია, დაქირავებული ჯარისკაცია, ხაფთარს საერთაშორისო არენაზე ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია,  მან,  მუამარ კადაფისაც უღალატა.

გაზეთი „Star“-ი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს იდლიბის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სირიაში რეჟიმის ძალები იდლიბში თავდასხმებს გამუდმებით აგრძელებს და მათ ბოლოს თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტებზეც განახორციელეს თავდასხმა რა, ეს  მათთვის მიუღებელია. სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ თუ რეჟიმის ძალები უსაფრთხოების დამრღვევ ქმედებებს გააგრძელებს,  შესაბამისად უპასუხებენ.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი უცხოელი ტერორისტების რეპატრიაციას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცხოელი ტერორისტების  რეპატრიაცია კალენდარული გათვლების ფარგლებში გრძელდება. სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, გუშინ კიდევ ოთხი   საფრანგეთის   მოქალაქე ტერორისტის  რეპატრიაცია  განხორციელდა.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსის შემდეგ,  თურქეთის ავიახაზებმა (THY)  ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ჩინეთში ფრენების განმხორციელებელ თურქეთის ავიახაზების ეკიპაჟის წევრებს  ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება შეეძლებათ.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ექსპორტის სახით  ზღვის პროდუქტებიდან ყველაზე მეტი  ქორჭილა და კარჩხანა დადის რა, ახლა ანალოგიურის განხორციელება იგეგმება კალმახის სფეროშიც. 2019 წელში წინა წელთან შედარებით თურქეთიდან ზღვის  პროდუქტების ექსპორტი 7%-ით გაიზარდა და 29 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ წელს თურქეთიდან ზღვის  პროდუქტების ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში, ვიეტნამში და იაპონიაში განხორციელდა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები