თურქული პრესა 28.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1348740
თურქული პრესა 28.01.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ხელმძღვანელის მეჰმედ გულლოღლუს განცხადებით, ელაზიღში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობებიდან ბოლო მოქალაქეების ცხედრები ამოიღეს. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აფრიკაში მოგზაურობის პირველი ეტაპი დაასრულა, რომელიც სამ ქვეყანას მოიცავს, ალჟირიდან გამბიაში გაემგზავრა და თვითმფრინავში ჟურნალისტებს ესაუბრა. ერდოღანმა ლიბიის შესახებ შეფასებები გააკეთა დასძინა: ”სამოქმედო გეგმა ნათელია. გაეროს ფარგლებში, საერთაშორისო დონეზე ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელობით, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს და უნდა მოხდეს პოლიტიკური პროცესის წინსვლა.”

თავდაცვის ინდუსტრიაში კრიტიკული ტექნოლოგიების სამოქალაქო სექტორში დანერგვისთვის პირველი ნაბიჯებიდან ერ-ერთი სახელმწიფო აეროპორტების მართვის ორგანომ გადადგა - წერს გაზეთი „სტარი“. თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის წარმოებული IP– ის ბაზის ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ხმის საკომუნიკაციო სისტემის გამოიყენება 11 აეროპორტში დაიწყო.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტურიზმის სექტორი წელს ადრეული დაჯავშნის ინტენსიურობის გამო ახალ რეკორდის სიგნალებს იძლევა. თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) მმართველი საბჭოს წევრმა თოლგა გენჯერმა განაცხადა: "ძალიან მაღალი მოთხოვნაა ადრეულ დაჯავშნებზე. გასულ სეზონზე დამსვენებლების 40%-მა დაჯავშნით ისარგებლა. როგორც ჩანს ამ სეზონზეც იგივე მაჩვენებელი იქნება“.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა განცხადება გაავრცელა ლეგენდარული კალათბურთელის კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო, რომელშიც ნათქვამია: ”ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო, რომელმაც უამრავ სპორტსმენს კალათბურთი შეაყვარა. როგორც კალათბურთის მოყვარული და როგორც თურქეთის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას ვისაც იგი უყვარდა.“



მსგავსი ინფორმაციები