თურქული პრესა 23.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1345978
თურქული პრესა 23.01.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ თურქეთით და სტამბოლის ფინანსური ცენტრით დაინტერესება დიდია. მან ასევე დასძინა, რომ დავოსში ბევრ უცხოური სექტორული მარკის ხელმძღვანელს შეხვდა და დაამატა: „სტამბოლის როგორც ფინანსური ცენტრის ბუნებრივი მდებარეობის ისტორია თავისთავად იქმნება. ფინანსური ცენტრისთვის სპარსეთის ყურისა და აზიის ქვეყნებიდან დაინტერესებაა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.“

გაზეთ „ჰურიეთ“-ში მოყვანილია თურქეთის ვაჭრობის მინისტრის რუჰსარ ფექჯანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი სავსეა შესაძლებლობებით და ზოგიერთი მსოფლიო მასშტაბების ფირმა აპირებს ინვესტიციების განხორციელებას. ფექჯანის თქმით, არსებული საერთაშორისო ინვესტორები თურქეთში პოტენციალს უფრო კარგად ხედავენ და აფასებენ, რის გამოც ახალ ინვესტიციებს დებენ და მასშტაბების გაზრდაზე მიდიან.

სტამბოლის ბირჟა BIST 100-ის ინდექსი გუშინ გახსნის დროს 0,53 პროცენტით  გაიზარდა და 124.215.90 პუნქტით ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. საბანკო ინდექსი 0.94 პროცენტით, ხოლო ჰოლდინგის ინდექსი 0.76 პროცენტით გაიზარდა. მაშინ, როდესაც გუშინ ყველა სექტორის მაჩვენებელი გაიზარდა, ყველაზე მომგებიანი საბანკო სექტორი გახდა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთის საავტომობილო საინიციატივო ჯგუფის (TOGG) „თურქეთის ავტომობილის“ პროექტმა, რომლის წარმოება 2022 წელში დაიწყება, ყირგიზეთის ბიზნესმენთა დაინტერესება გამოიწვია. ყირგიზმა საქმოსანმა მედერბეკ აიტბაევმა განაცხადა: „მილიონობით შეკვეთა უკვე მიღებულია ამ მანქანისთვის. ეს გვიჩვენებს, რომ ეს წარმატებული პროექტია. ჩვენ ძალიან გვსურს ამ წარმატებული პროექტის ერთი ნაწილის შუა აზიასა და ყირგიზეთში წაღება.“

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მურატ უისალმა განაცხადა, რომ ისინი გადავიდნენ იმ პერიოდში, როდესაც ინფლაციასა და მონეტარულ პოლიტიკაში საჭიროა მცირედი კორექტირების გაკეთება. უისალმა აღნიშნა, რომ იანვრის თვეში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე წავიდნენ და დაამატა: ”ინფლაციის პროგნოზების გაუმჯობესებამ ამ ნაბიჯების ზომიერად გადადგმის შესაძლებლობა მოგვცა.“ მისივე თქმით, ინფლაციის წლის შუა ნახევარში ერთნიშნა რიცხვზე ჩამოსვლას ვარაუდობენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები