თურქული პრესა 22.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1345255
თურქული პრესა 22.01.2020

                                              

        

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიის ქალაქ დავოსში მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, გუშინ, აქ გამართულ დასავლეთ ბალკანეთის დიპლომატიური დიალოგის შეხვედრას დაესწრო, რომელზედაც იგი სიტყვითაც გამოვიდა და თქვა: "თურქეთის ევროპული ნაწილი ბალკანეთში მდებარეობს და ამიტომ, როგორც ბალკანეთის ქვეყანა, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონის მშვიდობა-სტაბილურობას და იქ მცხოვრები ჩვენი ძმების სიმშვიდეს. ევროკავშირმა, რეგიონის ქვეყნებისათვის მიცემული დაპირებები აუცილებლად უნდა შეასრულოს, ასე რომ, ბრიუსელი უნდა იყოს ინკლუზიური და არა ექსკლუზიური."

Haber Türk-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა სატელეფონო საუბარი გამართა თვის რუს კოლეგა სერგეი შოიგუსთან და საუბრის დროს განიხილეს როგორც სირიის იდლიბის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ლიბიაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები, ასევე რეგიონალური თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებიც

Sabah-ის მიხედვით თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, თავის ირანელ კოლეგა სორენა სატარს, რომელიც კურირებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს, საპრეზიდენტო კომპლექსის ოფისში შეხვდა და საუბარმა ერთ საათს გასტანა რა, ძირითადად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამავე შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტები თურქეთსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაზდა-გაფართოებაზეც შეთანხმდნენ. ამ შეხვედრის წინ ირანელ სტუმარს პირისპირი შეხვედრა ჰქონდა თურქეთის მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრ მუსტაფა ვარანკთან, იტყობინება საბაჰი

“თურქეთი აფრიკაში ბუნებრივ წიაღისეულს მოიძიებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა, თავის ნიგერიელ კოლეგასთან შეხვედრაზე  თქვა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი გამოცდილება გაუზიაროს ნიგერიელ სამთო მომპოვებლებს და მის ფარგლებში მადნეულის ძიება დაიწყოს ამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამ საბადოში

Yeni Şafak-ი ეკონომიკური მიმომხილველი თურქეთში კლდის მარილის მოპოვება-გადამუშავებას ეხება და წერს: ანკარის დასავლეთში მდებარე ჩანქირის რეგიონში მოპოვებული როკ მარილი, თურქეთის სამედიცინო საჭიროებებს მთლიანად უზრუნველყოფს. ხსენებულ რეგიონში 5 ათას წლიანი მარილი, აქ მრავლად არსებული მაღაროებიდან გამოაქვთ და შემდეგ ქარხანაში მისი გადამუშავება ხდება რა, ასე გადაიქცევა სამედიცინო მარილად, რომელსაც იყენებენ სამედიცინო სექტორში. მოკლედ, თურქეთის მოთხოვნილების 70-80 პროცენტს სამედიცინო მარილზე სწორედ ჩანქირი აკმაყოფილებს, ხაზს უსვამს იენი შაფაკი

 



მსგავსი ინფორმაციები