თურქული პრესა 21.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1344453
თურქული პრესა 21.01.2020

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გერმანიიდან დაბრუნების დროს თვითმფრინავში ჟურნალისტებთან, ბერლინში გამართული ლიბიის კონფერენცია შეაფასა და აღნიშნა: „თუ ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ე.ი. ჩვენგან მრავალი მოლოდინიც  არსებობს. თურქეთი მშვიდობის გასაღებია. ლიბიის შესახებ ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, სიტუაციის გარკვეულწილად დაბალანსება გამოიწვია. ჩვენ როგორც პრაქტიკაში ასევე მაგიდის ირგვლივაც პოლიტიკურად ვუჭერთ ამ პროცესს მხარს. ლიბიაში,  თურქეთის ყოფნა, მშვიდობის ჩამოყალიბების იმედებს იძლევა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი პრეზიდენტის პრესსპიკერი განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ბერლინში გამართული ლიბიის კონფერენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კონფერენცია, ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირების შეჩერების და კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გახლდათ რა, პრეზიდენტ ერდოღანის  ეფექტურმა  და მრავალმხრივმა  დიპლომატიამ, თურქეთი, პროცესში კრიტიკული როლის შემსრულებელ ქვეყნად დააყენა.

გაზეთი „Haber Türk“-ის მიხედვით, თურქეთის  ხაზინის და ფინანსთა მინისტრმა  ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ 2020 წელი თურქეთში, ინფლაციის ერთნიშნა ციფრამდე დაყვანის წელი იქნება.

„უცხოელებმა გასულ წელს, ყველაზე მეტი საცხოვრებელი ბინა,  სტამბოლსა და ანტალიაში შეიძინეს“ ასეთ სტატიას აქვეყნებს გაზეთი „Hürriyet“-ი და მასში ვკითხულობთ: უცხოელებზე ბინების გაყიდვა 2019 წელში წინა წელთან შედარებით 14,7%-ით გაიზარდა. უცხოელებმა გასულ წელს ყველაზე მეტი ბინები სტამბოლში, ანტალიასა და ანკარაში შეიძინეს. სტამბოლში გასულ წელს 20 ათას 857, ანტალიაში 8951, ანკარაში კი 2539 ბინა გაიყიდა უცხოელებზე.

 „ტექნოფესტი 2020 გაზიანთეფში გაიმართება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პირველი ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიების ფესტივალის „ტექნოფესტ“-ი, რომელიც თურქეთის ტექნოლოგიის გუნდის ფონდის (T3) მიერ ყოველწლიურად იმართება, 2020 წელში, 22-27 სექტემბერს გაზიანთეფში გაიმართება.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები