თურქული პრესა 16.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1341796
თურქული პრესა 16.01.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ გუშინ საღამოს ერთ-ერთი სატელევიზიო არხის გადაცემაში საგარეო პოლიტიკაში განვითარებული ბოლო მოვლენები შეაფასა. მინისტრმა ჩავუშოღლუმ აღნიშნა: „საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ კაიროს ოფისში ეგვიპტის პოლიციის შესვლას მიუღებელია და საჭიროს მოლაპარაკებებს ვატარებთ.“

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადება, რომლის მიხედვითაც, თურქეთის ძალისხმევა, როგორც ლიბიაში ასევე სირია იდლიბში არის პრობლემის პოლიტიკური გზით მოგვარებით მშვიდობის დამყარება და სისხლისღვრის შეჩერება. გუშინ დედაქალაქ ანკარაში პრესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აქარმა, ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის აღარ არსებობის თაობაზე გაკეთებული კომენტარების შესახებ აღნიშნა: „ამას ვერ ვიტყვით, ამასთან დაკავშირებული მუშაობა გრძელდება.“

ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი, ნიგერიაში შეხვედრების დასრულების შემდეგ გუშინ მაროკოში გაემგზავრა და დედაქალაქ რაბატში მაროკოს სამეფოს მრეწველობის, ვაჭრობის, მწვანე და ციფრული ეკონომიკის მინისტრ მულაი ჰაფიდ ელალამისთან შეხვედრა გამართა  - წერს გაზეთი „ვათანი“. ფექჯანმა წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ მაროკო თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, თურქი ინვესტორების ამ ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადებას ელოდებიან და მაროკოელ საქმოსნებს თურქეთში ინვესტიციების დასაბანდებლად იწვევენ.  

გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის ექსპორტში წლიურ ბაზაზე ზედიზედ მე-14-ედ ლიდერი საავტომობილო ინდუსტრიის  ქვედა პროდუქტის ჯგუფის "ავტობუსები, მიკროავტობუსები, მიდიავტობუსების“ გარე გაყიდვებმა 2019 წელში 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საფრანგეთი გახდა ქვეყანა, სადაც გასულ წელს ამ სექტორიდან ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა.

და ბოლოს გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთში გასულ წელში სეზონურზე მაღალი ტემპერატურის გამო ბოლო 49 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი მეოთხე წელი იყო. მეტეოროლოგიის გენერალური სამმართველოს მონაცემებით, გასულ წელს საშუალო ტემპერატურა 1.3 გრადუსით გაიზარდა და 14.8 გრადუსი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები