თურქული პრესა 14.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1340495
თურქული პრესა 14.01.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაცით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი "ბერლინის კონფერენციაზე" დასასწრებად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 19 იანვარს გაემგზავრება. კონფერენციის დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები იქნება ლიბიაში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებული მოვლენები. კონფერენციის მონაწილე ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების და ლიბიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ერთმანეთს მოსაზრებებს გაუზიარებენ.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ჯაჰით თურჰანმა განაცხადა, რომ მინიმალური წლიური შემოსავალი, რომელიც უნდა მიიღონ გემებიდან, რომლებიც გაივლიან სტამბოლის არხში, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იქნება. მისივე თქმით, ჰოლანდიური, ბელგიური და ფრანგული კომპანიები დაინტერესებულნი არიან სტამბოლის არხის პროექტით და სტამბოლის არხის საჭიროებაზე ისაუბრა. თურჰანმა აღნიშნა, რომ ბოსფორის სრუტეში, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტირებაში, გადატვირთულ საზღვაო მოძრაობას აქვს ადგილი.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ანგარიშს 2019 წლის ნოემბერში 518 მილიონი დოლარის დეფიციტი ჰქონდა, უახლესი მონაცემებით 12 თვიანი მიმდინარე ანგარიშის სიჭარბე 2 მილიარდ 725 მილიონი დოლარია - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. მგზავრობის მიღებული სუფთა შემოსავლები 2018 წლის ნოემბერთან შედარებით 177 მილიონი დოლარით გაიზარდა და 1 მილიარდ 414 მილიონ აშშ დოლარს მიარწია.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, გასულ კვირას ბაზრებზე დაწყებული ოპტიმიზმი კვლავ იზრდება. სტამბოლის ბირჟამ 2 წლის პაუზის შემდეგ 120 ათასს გადააჭარბა და საპროცენტო განაკვეთი 10.72 პროცენტით 2017 წლის იანვრიდან ყველაზე დაბალ საფეხურზე დაეცა. თურქეთის რისკი ბოლო 20 თვის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი დღეს დელეგაციასთან ერთად ნიგერიას ეწვევა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს განიხილავს. მინისტრ ფექჯანის ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში ვიზიტით თან ახლავს თურქი ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები აფრიკის ქვეყნებთან. ფექჯანი ნიგერიაში შეხვედრების შემდეგ 15 იანვარს მაროკო-თურქეთის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ფორმუში და მაროკო-თურქეთის ერთობლივი კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მაროკოს დედაქალაქ რაბათში გაემგზავრება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები