თურქული პრესა 08.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1336863
თურქული პრესა 08.01.2020

                                               

    

                    

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა თურქი ჯარების ლიბიაში გაგსავნის გადაწყვეტილება შეაფასა და თქვა რომ ლიბიაში თურქეთის პრიორიტეტი არის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. იბრაჰიმ ქალინმა, გუშინ, კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თქვა: "ჩვენი პრიორიტეტი ლიბიაში არის შეტაკებების დაუყონებლივ შეჩერება, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება  და მეამბოხე გენერლის, ჰაფტერის ძალების დაბრუნება აპრილის თვის პოზიციებზე."

Vatan-ი სირიის ქალაქ იდლიბში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს და წერს, რომ ასადის რეჟიმი აგრძელებს მასიურ თავდასხმებს იდლიბში და მას ამ საქმეში მხარში უდგანან და ეხმარებიან რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რის გამოც კიდევ 31 ათასზე მეტი იძულებით ადგილნაცვალი მოადგა თურქეთის საზღვრებს. მოკლედ, მას შემდეგ, რაც ნოემბრის დასაწყისიდან იდლიბზე თავდასხმები გაახშირეს რეჟიმის ძალებმა, მას შემდეგ  თურქეთის საზღვარს მოადგა 360 ათასამდე იძულებით ადგილნაცვალი, ხაზს უსვამს ვათანი

“ანკარამ დეპორტაცია გაუკეთა ერთ ამერიკელ ტერორისტს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: გუშინ, თურქეთიდან ერთი ამერიკელი ტერორისტი დეპორტირებულ იქნა. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი ტერორისტების დაბრუნება თავიანთ ქვეყნებში გრძელდება და მის ფარგლებში 1 ამერიკელი ტერორისტის დეპორტირება განხორციელდა

Hürriyet-ი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ჯაჰიტ თურჰანის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ გასულ წელს პირდაპირი სატრანზიტო მგზავრთა რაოდენობა თურქეთის აეროპორტებში, 210 მილიონამდე ავიდა. მისივე თქმით, ხსენებულ საანგარიშო პერიოდში, საჰაერო ტრანსპორტით თურქეთის აეროპორტებიდან მთლიანობაში 3 მილიონ 437 ათასი ტონა ტვირთი იქნა გადატანილი და აქედან 820 ათასი ტონა შიდა ხაზებით, ხოლო 2 მილიონი 617 ათასი ტონა კი საერთაშორისო ხაზებით,

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი თხილის ექსპორტს ეხება და წერს, რომ თურქეთი, რომელიც ფლობს უმრავლესობას მსოფლიოს თხილის წარმოებასა და ექსპორტში, ყველაზე მეტი თხილი გასულ წელს იტალიაში გაიტანა და მისგან 548 მილიონი დოლარის მოგება მიიღო. “სულ კი თურქეთმა 2019 წელს მსოფლიოს 121 ქვეყანაში, 320 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა და მთლიანობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მიიღო“, აღნიშნავს საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი.



მსგავსი ინფორმაციები