თურქული პრესა 03.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1334153
თურქული პრესა 03.01.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, 200-250 ათასი დევნილი თურქეთის საზღვრებისკენ მოემართება. პრეზიდენტი გუშინ საპრეზიდენტო კომპლექსში გამართულ "ქალაქისა და უსაფრთხოების სიმპოზიუმზე" სიტყვით გამოსვლისას, სირიის ქალაქ იდლიბში განვითარებულ მოვლენებს შეეხო და აღნიშნა: "200-250 ათასი ლტოლვილი ჩვენი საზღვრისკენ მოემართება. ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ გარკვეული ზომებით, მაგრამ ეს არ არის ადვილი, რთულია, თქვენს წინ ადამიანები არიან.”

გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, თურქეთის დიდი ეროვნული კრების გენერალური სესია ლიბიაში სამხედროების გაგზავნის საპრეზიდენტო რეზოლუციის განსახილველად გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფის ხელმძვანელობით შეიკრიბა. ლიბიის რეზოლიცია 325 ხმით მიღებული იქნა. იგი მთავრობას ლიბიაში ჯარების გაგზავნის უფლებამოსილებას აძლევს. თურქეთის შეიარაღებული ძალების მოვალეობის ვადა ლიბიაში ერთი წლით განისაზღვრა. ლიბიაში გასაგზავნი ჯარისკაცების რაოდენობას და ფარგლებს პრეზიდენტი განსაზღვრავს.

ანტალიამ ისტორიაში პირველად 2019 წელში 15 მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. გუბერნატორმა მუნირ ქარალოღლუმ აღნიშნა, რომ ანტალიაში, ანტალიის ორი აეროპორტით, საზღვაო ნავსადგურებით და სხვა ქალაქებიდან ტრანსფერით მთლიანობაში 15 მილიონ 644 ათას 108 ტურისტი ჩავიდა.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,  სტამბოლის ისტორიულ სასახლეებს, კოშკებს რეკორდული რაოდენობის ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ეწვია. დოლმაბაჰჩეს სასახლეს 1 მილიონ 306 ათასი მათ შორის 915 ათასი უცხოელი ვიზიტორი ეწვია. ბაღის დამთვალიერებელთა შორის ყველაზე პოპულარული ქუჩუქსუს სასახლე იყო, რომელსაც 15 ათასი ვიზიტორი ჰყავდა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ადიამანის კახტას რაიონში, სავარაუდოდ, რომაული პერიოდის დასახლება აღმოაჩინეს. რაიონის ნარინჯეს დაბის სოფელ ბაღბაშის საზღვრებში, სავარაუდოდ, რომაული პერიოდის დასახლება იქნა აღმოჩენილი. რეგიონის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს ჯგუფებმა რეგიონში მოკლევა ჩაატარეს, მომზადებული ანგარიში აუცილებელი სამუშაოების დასაწყებად სამინისტროს გადაუგზავნეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები