თურქული პრესა 02.01.2020

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1333480
თურქული პრესა 02.01.2020

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და არნიშნა: „მივმართავ მათ, ვინც კითხულობს რას ვაკეთებთ ლიბიაში, კვიპროსში. ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული თამაშების ჩასაშლელად ვართ იქ.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ბურდურის იალოვას რაიონში მდებარე სალდას ტბას, რომელსაც თეთრი ქვიშიანი პლაჟებისა და ფირუზისფერი წყლის გამო თურქეთის მალდივებს ეძახიან, 2019 წელში რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია. ბურდურის გუბერნატორის ჰასან შილდაკის განცხადებით, 2019 წელს სალდას ტბას1 მილიონ 400 ათასი ადამიანი ესტუმრა.

თურქული ავიახაზების (THY) მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ილქერ აიჯიმ განაცხადა, რომ კომპანია 2020 წელში ფლოტის გარდა ყურადღებას გაამახვილებს ფრენის ქსელის გაფართოებაზე - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ”ამ კონტექსტში ჩვენ დავასრულეთ ყველა პროცესი მალაბოს (ეკვატორული გვინეა), ჰანედას (იაპონია), ნიუ-იორკის (აშშ) და ვანკუვერის (კანადა) ფრენის ქსელში შესასვლელად.“-აღნიშნა აიჯიმ.

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თურქეთის უდიდესმა საბრძოლო გემმა „TCG ANADOLU”-მ მსოფლიოში საუკეთესო ომის მართვის სისტემის Advent-ის ინტეგრირება დაიწყო.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ International Top Chef Grand Prix-ის საერთაშორისო კულინარიულ კონკურსში მონაწილე თურქეთის გუნდმა ტრადიციული კერძებით თურქეთს 10 ოქროს მედალი მოუტანა. თურქულმა ნაკრებმა 1 საათში მთავარ კერძად „ჰუნქარ ბეღენდი“, ზეითუნის ზეთიანი „ალუბლიანი ვაზის ფოთლის ტომა“, „ჰუმუსი“ და დესერტად კი „ირმიქის ხალვა“ მოამზადეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები