თურქული პრესა 27.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1330592
თურქული პრესა 27.12.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც  ლიბიის ლეგიტიმური წარმომადგენელის ეროვნული შერიგების მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა ფათიჰ ბაშაღამ განაცხადა, რომ მეამბოხე ჰაფტერის, რომელმაც ავიაბაზები უცხო ქვეყნებს გაუხსნა, დაქირავებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთს სამხედრო დახმარებას ოფიციალურად სთხოევნ. ბაშაღას თქმით, თურქეთთან, ტუნისთან და ალჟირთან ალიანსს შექმნიან.

გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ მეჯლისის მუშაობის დაწყებისთანავე ისინი პარლამენტს ლიბიაში სამხედროების გაგზავნის შუამდგომლობას წარუდგენენ. პრეზიდენტის თქმით, თურქეთთან ღრმა ისტორიული კავშირების მქონე ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან და 8 ან 9 იანვარს მეჯლისი შუამდგომლობას დაამტკიცებს და ლიბიის სამხედრო მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) თურქეთში ახალი გეგმები და პროექტები აქვს, მათი განხორციელებით თურქეთში ინვესტიციები 20 მილიარდ დოლარს მიაღწევს - წერს გაზეთი „სტარი“. ალიევის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მოქნეა თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები და ეს კავშირები დღეს უმაღლეს დონეზე დგას.

გაზეთ „საბაჰი“-ს ინფორმაციით, დიარბაქირის სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP) რეგიონალურ ოფისთან 99 დღის განმავლობაში მჯდომარე საპროტესტო აქციაში მონაწილე დედამ, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცი PKK-ს მიერ 5 წლის წინ მთაში გატაცებული ქალიშვილი დაიბრუნა. მექიე ქაია, რომელიც PKK-მ 14 წლის ასაკში გაიტაცა, ტერორისტულ ორგანიზაციას გამოექცა და უსაფრთხოების ძალებს ჩაბარდა. მამა ჰუსეინ ქაიამ, რომელიც შვილს თვალცრემლიანი ეხვეოდა, სხვა ოჯახებსაც მოუწოდა მონაწილეობა მიიღონ მჯდომარე აქციაში და შვილები დაიბრუნონ.

და ბოლოს გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საერთაშორისო სამშენებლო სექტორის ჟურნალმა ENR-მა ყოველწიურად თავიანთი ქვეყნების გარეთ განხორციელებული პროექტებით მიღებული ჯიროს გათვალისწინებით „მსოფლიოს 250 საუკეთესო სამშენებლო კომპანიების სია“ გამოაქვეყნა. ბოლო 3 წლის განმავლობაში სიაში შესული 53 თურქულ კომპანიას ჯილდოები გადაეცა. ვაჭრობის მინისტრმა რუჰსარ პექჯანმა ხაზგასმით აღნიშა, რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რყევების მიუხედავად, თურქული სამშენებლო ფირმები დღეს გლობალური მოთამაშეები არიან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები