თურქული პრესა 24.12.2019

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1328725
თურქული პრესა 24.12.2019

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ სიტყვით გამოვიდა 2019 ფუათ სეზგინის წლის დახურვის ცერემონიაზე. პრეზიდენმა ადგილობრივი წარმოების ავტომობილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა: "პარასკევს, იმედი მაქვს, რომ მივიღებთ მონაწილეობას თურქეთის საავტომობილო პროექტის პრეზენტაციის ცერემონიალში.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა გუშინ განაცხადებები გააკეთა. "ღიად ვამბობთ, რომ ამის შემდეგ დევნილების საკითხი თურქეთზე მეტად მისი მოკავშირეების, ევროპის საკითხი გახდება. ვაფრთხილებთ საერთაშორისო საზოგადოებას. თურქეთი ამ ტვირთს მარტო არ ზიდავს.“-აღნიშნა ჩელიქმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საუდის არაბეთში 5 ადამიანისათვის სიკვდილით დასჯის, 3 ადამიანისათვის 24 წლიანი პატიმრობის შეფარდებამ მათი მოლოდინი არ დააკმაყოფილა - წერს გაზეთი „სტარი“. აქსოიმ აღნიშნა: „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი ამ მკვლელობის გამოძიება და ყველა პასუხისმგებლის და წამქეზებლის დადგენა და დასჯა არა მხოლოდ სამართლებრივი არამედ სინდისიერი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. ამის გამო ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მოლოდინს საუდის სათანადო ორგანოების მხრიდან სასამართლო თანამშრომლობის საკითხზე.“.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, სტამბოლის აეროპორტმა 50 მილიონი მგზავრი მიიღო. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა მეუღლემ ემინე ერდოღანმა სტამბოლიდან ნიუ-იორკში მიმავალ კობანბაის ოჯახს 50 მემილიონე მგზავრის სიგელი გადასცეს. სტამბოლის აეროპორტის დირექტორთა საბჭოს წევრმა ჯემალ კალიონჯუმ კობანბეის ოჯახს ორი IGA PASS Premium წევრობა გადასცა საჩუქრად.

და ბოლოს, გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის კვერცხის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ცენტრის აფიონქარაჰისარის მწარმოებლები ქუვეითისა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ბაზარით დაინტერესდნენ. აფიონქარაჰისარის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჰუსნუ სერთესერმა განაცხადა, რომ მწარმოებლებმა აპრილის შემდეგ ქუვეითში 15, სირიაში 3 და კატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ომანსა და ბაჰრეინის მსგავს ქვეყნებში მთლიანობაში 4 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები